ბუკავუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბუკავუ
ფრანგ. Bukavu
Place de l'independance.jpg
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია სამხრეთი კივუს პროვინცია
კოორდინატები 2°31′00″ ს. გ. 28°51′00″ ა. გ. / 2.51667° ს. გ. 28.85000° ა. გ. / -2.51667; 28.85000
დაარსდა 1901
ადრეული სახელები კოსტერმანვილი
ფართობი 60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1498
მოსახლეობა 241 690 კაცი (2009)
აგლომერაცია 700 000
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი Official website mairiedebukavu.net/ Official website
ბუკავუ — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბუკავუ

ბუკავუ (ფრანგ. Bukavu, ადრე— კოსტერმანვილი, ფრანგ. Costermansville, ნიდერლ. Costermansstad) — ქალაქი-პორტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთი კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 241 690 ადამიანს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში, სამხრეთი კივუს პროვინციაში, კივუს ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ეროვნულ პარკ კანუზი ბიეგას შორიახლოს.

ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში (რუანდის სახელმწიფო საზღვართან) მდებარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ბაზა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუკავუ 1901 წელს დააარსა ბელგიის კოლონიალურმა მმართველობამ და 1966 წლამდე ერქვა კოსტერმანვილი. 1960 წლამდე ქალაქი ბელგიელებისათვის საყვარელი დასასახლებელი ადგილი იყო, რომლებსაც იზიდავდა გრილი კლიმატი (კივუს ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე). ტბის ნაპირზე აშენდა ბევრი ვილა.

ბუკავუ იყო კივუს მთლიანი პროვინციის მთავარი სატრანსპორტო და ადმინისტრაციული ცენტრი. მაგრამ 1960-იანი წლების კონგოს კრიზისის დროს ქალაქის როლი დაკნინდა.

ომის მიმდინარეობისას და რუანდის გენოციდის დროს რუანდელმა დევნილებმა დიდი პრობლემები შეუქმნეს აფრიკის დიდი ტბების რეგიონის დევნილებს. ბუკავუ გახდა ჰუტუს ხალხის აჯანყების ცენტრი რუანდაში ტუტსის ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ. რუანდის ჯარი თავს დაესხა ბუკავუს 1996 წლის ნოემბერში, რამაც გამოიწვია კონგოს პირველი ომი. ბუკავუსთან შორიახლოს მოხდა შეტაკება აჯანყებულებსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ძალებს შორის.

2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი დაკავშირებულია აჯანყებულ გენერალ ლორან ნკუნდას მოქმედებებთან, რომელმაც გამოიყვანა მის დაქვემდებარებაში მყოფი დაახლოებით ათასი ჯარისკაცი — ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ყოფილი ამბოხებულები და 2004 წლის 2 ივნისს დაიპყრო სამხრეთი კივუს პროვინციის მთავარი ცენტრი — ქალაქი ბუკავუ. ეს ოპერაცია ლორან ნკუნდამ განახორციელა მეორე ყოფილ აჯანყებულთა ლიდერ — იმავე ბანიამულენგეს ხალხის წარმომადგენელ (ქვეყანაში მათ ეძახიან კონგოელ ტუტსებს რუანდელ ტუტსის ხალხთან ენობრივი მსგავსების გამო) პოლკოვნიკ ჟ. მუტებუსისთან ერთად, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის 10-ე სამხედრო რეგიონის მეთაურის თანამდებობიდან იყო განთავისუფლებული. აჯანყებულთა მეთაურები ამტკიცებდნენ, რომ მათი მოქმედებები ნაკარნახები იყო კონგოელი ტუტსების — ბანიამულენგეს ხალხის დაცვის განსაკუთრებული აუცილებლობით.

2004 წლის 2 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა თავისი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც მკვეთრად დაგმო ბუკავუში შეიარაღებული კონფლიქტი და მოუწოდა მეომარ მხარეებს დაეცვათ სამშვიდობო შეთანხმება და დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები.

თვითონ კინშასაში აჯანყებულების მიერ ბუკავუს აღებამ გამოიწვია დიდი უწესრიგობები და დემონსტრანტების მცდელობები დაეკავებინათ გაეროს შენობის კომპლექსი.[1] შტაბ-ბინის დაცვა და ქვეყნის პოლიცია იძულები იყვნენ გამოეყენებინათ ცრემლსადენი აირი და იარაღი. შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა ქალაქებში გომა, ლუბუმბაში და კისი.

ზოგიერთი მონაცემებით გაუპატიურებული იქნა დაახლოებით 10 ათასი ქალი, როდესაც გენერალმა ლორან ნკუნდამ ჯარისკაცებს მისცა სამი დღე ქალაქის გასაძარცვავად.[2]

2004 წლის 9 ივნისს ხელისუფლების ჯარი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა ქალაქ ბუკავუში. დაქვემდებარების გარეშე მყოფმა ყოფილმა აჯანყებულმა ჯარისკაცებმა მანამდე დატოვეს ეს ქალაქი. ქვეყნის აღმოსავლეთში (ქალაქ კამანიოლას რაიონში) დაიწყო ბრძოლები სახელმწიფო ჯარსა და აჯანყებულებს შორის. ყველაზე უფრო მძაფრი ბრძოლები ხდებოდა ქალაქის ხიდთან, რომელიც მდებარეობს სულ რამდენიმე ასეულ მეტრში რუანდის სახელმწიფო საზღვრიდან. იქ სახელისუფლებო ჯარმა გადაკეტა ავტოგზა, რომელიც ქალაქიდან მიემართებოდა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით. საბრძოლო მოქმედებების დროს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობო ძალების ვერტმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს აჯანყებულთა პოზიციებს.

2004 წლის 25 ივნისს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში შემდგარ მოლაპარაკებებზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის პრეზიდენტებმა ჟოზეფ კაბილამ და პოლ კაგამემ გამოხატეს მისწრაფება არ დაეშვათ ახალი შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნა და დაადასტურეს პრეტორიის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოტრ-დამ-დე-ლა-პეს კათედრალური ტაძარი ბუკავუში

ცოტათი შემაღლებულ ადგილზე მდგარი ნოტრ-დამ-დე-ლა-პეს კათედრალური ტაძარი — ქვეყნის მთავარი კათოლიკური ეკლესიაა. ბუკავუ ამაყობს, როგორც ქრისტიანობის ბურჯი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ქალაქში მდებარეობს არქიეპისკოპოსის რეზიდენცია და კათოლიკური უნივერსიტეტი.

კოლონიალური დროიდან შემორჩა ორსართულიანი თეთრი სახლი ბაღით — გუბერნატორის რეზიდენცია. ქალაქში მოქმედებს ცენტრალური აფრიკის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტი, რუზიზის ჰიდროელექტროსადგური («მურურუ»).

მდინარე რუზიზიზე გადებული განთქმული საფეხმავლო ხიდი «ჩოპო» (დამაკავშირებელი ძაფი კივუსა და ტანგანიიკის ტბებს შორის), რომელზეც 1990-იანი წლების შუა პერიოდში გადაიარა რუანდიდან დევნილმა მილიონმა ადამიანმა ორივე მიმართულებით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მრეწველობა შენარჩუნებულია ჯერ კიდევ კოლონიალური დროიდან და წარმოდგენილია ქიმიური (ფარმაცევტიკა, ინსეკტიციდები), ლუდსახარში და პოლიგრაფიული საწარმოებით. საწარმოებში ხორციელდება ქინის ხის ქერქის, პირეტრუმის, ყავის პირველადი გადამუშავება. არსებობს საფეიქრო და გემების სარემონტო საწარმოები, მიმდინარეობს საშენი მასალების დამზადება.

არსებობს დილერთა კანტორების ქსელი, რომლებიც ყიდიან ბუკავუსთან შორიახლოს მდებარე რაიონის საბადოებში მოპოვებულ კასიტერიტის და კოლტანის მადანს, რომლებსაც ცნობილი კომპანიები და ბრენდები იყენებენ მობილური ტელეფონების, DVD-მოწყობილობების და კომპიუტერების დასამზადებლად.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან 30 კმ-ში.

საავტომობილო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასფალტირებული ავტოგზა ბუკავუს აკავშირებს ქალაქ უვირასთან, რომელიც მდებარეობს 20 კმ-ზე ცოტა ახლოს. მასზე გადაყვანები ხორციელდება სამარშრუტო ტაქსების საშუალებით (გზას სჭირდება 2,5 საათი; ღირებულება — 6$ ერთი ადამიანი). ტრასის ნაწილი გადის რუანდის ტერიტორიაზე. ქალაქ უვირამდე ასევე არსებობს გრუნტიანი ავტოგზა რუანდის ავლით, ქალაქ ნგომის გავლით. მარშრუტით დილის 6 საათზე მიემგზავრება ავტობუსი.

საბორნე კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა კავშირი ქალაქ გომასთან ხორციელდება კივუს ტბის წყლების მეშვეობით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბუკავუს კათოლიკური არქიეპარქიის ცენტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]