ტუტსი (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუტსი
Tutsi man-b.jpg
ტუტსი ახალგაზრდა მამაკაცი.
საერთო მოსახლეობა
დაახ. 2,5 მლნ.
ენები რუანდა-რუნდი, ინგლისური, ფრანგული.
რელიგიები ქრისტიანობა, ისლამი

ტუტსი ასევე აბატუტსი, ისტორიულად ვატუტსი-საც უწოდებდნენ.[1]აფრიკის დიდი ტბების რეგიონში მცხოვრები ხალხი. ტუტსი წარმოადგენს ბანირუანდის და ბარუნდის ეთნიკური ჯგუფების ქვეჯგუფს, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ რუანდაში და ბურუნდიში და ასევე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი არიან: უგანდაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტანზანიაში.[2] ისინი ძირითადად საუბრობენ ბანტუს ჯგუფის რუანდა-რუნდის ენაზე.

რუანდის და ბურუნდის სამი უდიდესი ეთნიკური ჯგუფიდან ტუტსი სიდიდით მეორეა. დანარჩენი ორია ჰუტუ (უდიდესი ეთნიკური ჯგუფი) და ტვა (სიდიდით მესამე). დანარჩენი მცირე ჯგუფების წარმომადგენლები არიან: ჰემა, კიგა და ფურირუ. ჩრდილოეთით, რუანდაში მცხოვრებ ტუტსებს ეწოდებათ რუგურუ ან ბანიარუგურუ.[3] სამხრეთით, ბურუნდიში მხოვრებ ტუტსებს ეწოდებათ ჰიმა, ხოლო დასავლეთით კონგოს ტერიტორიაზე კივუს პლატოზე მცხოვრებ ტუტსებს - ბანიამულენგეს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]