პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროვინცია (ლათ. provincia, pro — სახელით და vincere — მმართველობა) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელმწიფოში, ან ქვეყანაში. ამ ტერმინით რომაელები აღნიშნავდნენ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, სადაც მაგისტრატი ატარებდა თავის ძალაუფლებას, რომის ხელისუფლების სახელით. უფრო ვიწრო გაგებით პროვინცია არის დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ ცენტრს დაშორებული ადგილი, კუთხე — პერიფერია. მაგ. საფრანგეთში „en province“-ით აღნიშნავენ პარიზის გარეთ მყოფ ტერიტორიას, მსგავსად პერუში ქალაქ ლიმას გარეთ მყოფ ტერიტორიას. საქართველოში ტერმინს ზოგადი მნიშვნელობით ხმარობენ მხარეების აღსანიშნავად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]