რიფტი
რიფტი (ინგლ. rift — ნაპრალი, რღვევა) — დედამიწის ქერქის ხაზობრივი ტექტონიკური მაკროსტრუქტურა, რომელიც ვრცელდება ასეული ათასობით კმ-ზე და წარმოიქმნება ქერქის ჰორიზონტალური გაჭიმვის შედეგად. გაჭიმვას მეტწილად თან სდევს ქერქის გათხელება (სრულ გარღვევამდე). რიფტის წარმოქმნის საკმაოდ ციცაბო რღვევების (დახრის კუთხე 60-70°) ერთობლიობა, რომელთა გასწვრივ ხდება ქერქის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილება. რიფტების ძირითადი სტრუქტურული ფორმაა გრაბენი.
რიფტებმა რომლებმაც დაამთავრეს განვითარება, მაგრამ ვერ გადაიქცნენ ოკეანედ, თანდათანობით ივსებიან დანალექი ქანებით, და გეოლოგიურად ვლინდებიან როგორც მსხვილი ხაზობრივი დეპრესიები, რომლებიც თავის მხრივ, ამოვსებული არიან დიდი სიმძლავრის ნალექებით. ამ ყოველივეს ავლაკოგენი ეწოდება. სწორედ ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული ნავთობის, ბუნებრივი აირის, ნახშირისა და სხვა საბადოების წარმოქმნა.
პირველად ასეთი სტრუქტურები აღწერილ იქნა ცნობილი გეოლოგის ნიკოლოზ შატსკის მიერ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 398.