ლაგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლაგოსი
ინგლ. Lagos
კუნძული ლაგოსი
კუნძული ლაგოსი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
კოორდინატები 6°27′00″ ჩ. გ. 3°24′00″ ა. გ. / 6.45000° ჩ. გ. 3.40000° ა. გ. / 6.45000; 3.40000
დაარსდა 1472
პირველი ხსენება XV საუკუნე
ქალაქი 1704  წლიდან
ფართობი 999,58 კმ²
სიმაღლე 5
მოსახლეობა 7 937 932 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 7941 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +234
ოფიციალური საიტი www.lagosstate.gov.ng
ლაგოსი (ნიგერია)
Red pog.svg

ლაგოსი (ინგლ. Lagos, იორუბა Èkó) — ქალაქი-პორტი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვეყნის უდიდესი ქალაქი. 2015 წლის შეფასებით ქალაქში ცხოვრობს 13 მილიონზე მეტი ადამიანი,[1] ხოლო აგლომერაციაში დაახლოებით 21 000 000 ადამიანი[2] რის შედეგადაც ლაგოსი ყველაზე უფრო დასახლებული ქალაქია აფრიკაში.

თავდაპირველად ლაგოსი იყო იორუბას ხალხის პატარა დასახლებული პუნქტი, ევროპელთა კოლონიზაციის პერიოდში და დამოუკიდებლობის პერიოდში ის გახდა ნიგერიის მთავარი კომერციული ცენტრი.

დღეისათვის ქალაქს უკავია ლაგოსის შტატის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია და შედგება ერთმანეთთან ავტომაგისტრალებით დაკავშირებული მრავალი რაიონებისგან.

ლაგოსი ნიგერიის დედაქალაქი იყო 1991 წლის 12 დეკემბრამდე, რომელიც შემდეგ გადატანილი იქნა ქალაქ აბუჯაში, მაგრამ იგი დღემდე რჩება ქვეყნის კომერციულ და ინდუსტრიულ ცენტრად. ლაგოსში ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემაა. მის გადასაჭრელად ქალაქის მუნიციპალიტეტმა გარკვეული სქემაც კი შეიმუშავა, რომლის მიხედვით ერთ დღეს გზებზე მხოლოდ ლუწნომრიანი მანქანები მოძრაობენ, ხოლო მეორე დღეს — კენტნომრიანები. ამის მიუხედავად ქალაქში საცობები მაინც ხშირია. ლაგოსში ბევრი სხვა პრობლემაცაა, მაგალითად, საცხოვრებელი ფართის სიმცირის, სახლების წყლით მომარაგების და სხვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსის ხედი
ლაგოსი, ბროდ-სტრიტი

როდესაც ლაგოსი იყო იორუბას ხალხის პატარა დასახლებული პუნქტი, ავორის (Awori tribe) ტომის ხალხი ქალაქს ეკოს ეძახოდნენ, რაც ნიშნავს «ფერმას» ან «ბანაკს».

1472 წელს აქ გადმოსხდა პორტუგალიელი მეზღვაური რუი დე სეკეირა (Rui de Sequeira) და ამ მხარეს დაარქვა ლაგოსი, რაც ნიშნავს «ტბებს». 1704—1851 წლებში ლაგოსი იყო მონათვაჭრობის ცენტრი. 1841 წელს ტახტზე ავიდა ობა აკიტოე და აკრძალა მონათვაჭრობა. ვაჭრებმა ამბოხი მოაწყეს და ჩამოაგდეს მეფე, მის მაგივრად ტახტზე დასვეს მისი ძმა ობა კასოკო, ობა აკიტოე გადასახლებიდან დაბრუნდა ინგლისელებთან ერთად, რომლებიც მას 1851 წელს დაეხმარენ ტახტის დაბრუნებაში და მონათვაჭრობის აკრძალვაში.

1861 წელს ლაგოსი, როგორც კოლონია, ანექსირებული იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ. 1914 წელს ლაგოსი გამოცხადდა ნიგერიის პროტექტორატის დედაქალაქად. 1960—1970-იან წლებში ლაგოსმა განიცადა მკვეთრი მოსახლეობის ზრდა ბიაფრის ომამდე.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კუნძულებზე და ბენინის ყურის სანაპიროზე (გვინეის ყურის ნაწილი) ატლანტის ოკეანეში.

ლაგოსის კლიმატი — გამოკვეთილი სუბეკვატორული. არსებობს ხანგრძლივი ნოტიო სეზონი მარტიდან ივლისის ჩათვლით, მას მოსდევს ხანმოკლე გარდამავალი მშრალი სეზონი აგვისტოში, მოკლე ნოტიო სეზონი სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით და მშრალი სეზონი (რომლის განმავლობაშიც ნალექები მაინც მოდის, მაგრამ გაცილებით იშვიათად) ნოემბრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით.

ადმინისტრაციული დაყოფა და დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსი არ არის ცალკე ადმინისტრაციული ერთეული და შესაბამისად არ აქვს საკუთარი საქალაქო ადმინისტრაცია[3]. დიდი ლაგოსის საქალაქო ტერიტორია სინამდვილეში მოიცავს ნიგერიის 20 ადგილობრივი მმართველობის რაიონებიდან 16-ს, რომლებიც შედიან ლაგოსის შტატში. ლაგოსის შტატი შეიქმნა 1967 წლის 27 მაისს ნიგერიის ადმინისტრაციული დაყოფის რეფორმის დროს, როდესაც ქვეყანა დაიყო 12 შტატად. მანამდე ლაგოსის მუნიციპალიტეტი იმართებოდა უშუალოდ ფედერალური ხელისუფლების მიერ, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდა ლაგოსის საქმეების სამინისტრო. დანარჩენი 4 ტერიტორია შედის ლაგოსის შტატში, მაგრამ არ მიეკუთვნება ლაგოსის მეტროპოლიას. ლაგოსის მუნიციპალური საბჭო გაუქმდა 1976 წელს და მმართველობა გადაეცა ცალკეულ ტერიტორიებს.[4] მატერიკულ ნაწილზე ლაგოსის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ ქალაქ-თანამგზავრები და დასახლებები, როგორებიცაა მუშინი (Mushin), იკეჯა, აგეგე (Agege).

1970-იანი წლების დასაწყისში, ნავთობის ბუმის პერიოდში, ლაგოსმა განიცადა დემოგრაფიული აფეთქება, როდესაც მკვეთრ ეკონომიკურ აღმავლობას თან დაერთო მოსახლეობის კოლოსალური მოდინება სასოფლო რაიონებიდან. ამან გამოიწვია შემოგარენების და დასახლებების წარმოქმნა, რომლებიც დღეისათვის ლაგოსთან ერთად წარმოქმნიან ეგრედ წოდებულ «დიდ ლაგოსს».

The 16 LGAs of Metropolitan Lagos
ნიგერიის ადგილობრივი მმართველობის რაიონები ფართობი[5]
(კმ²)
მოსახლეობა[6]
(2006 წლის აღწერა)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
Agege 11.2 459 939 41 071
Ajeromi-Ifelodun 12,3 684 105 55 474
Alimosho 185,2 1 277 714 6899
Amuwo-Odofin 134,6 318 166 2364
Apapa
(ლაგოსის პორტი)
26,7 217 362 8153
Eti-Osa
(ლაგოსის მსხვილი ბიზნეს-ცენტრი, ნიგერიის ფედერალური მთავრობის ყოფილი ადგილსამყოფელი)
192,3 287 785 1496
Ifako-Ijaiye 26,6 427 878 16 078
Ikeja 46,2 313 196 6785
Kosofe 81,4 665,393 8174
Lagos Island
(ლაგოსის ისტორიული და სავაჭრო ცენტრი)
8,7 209 437 24 182
Lagos Mainland 19,5 317,720 16 322
Mushin 17,5 633 009 36 213
Ojo 158,2 598 071 3781
Oshodi-Isolo 44,8 621 509 13 886
Somolu 11,6 402 673 34 862
Surulere 23,0 503 975 21 912
ლაგოსის მეტროპოლია 999,6 7 937 932 7941

დღეისათვის სიტყვა «ლაგოსი» უფრო მეტად განეკუთვნება ქალაქის ტერიტორიას, რომელსაც ნიგერიაში ეძახიან «ლაგოსის მეტროპოლია», რომელიც მოიცავს კუნძულებსაც, რომელიც მიეკუთვნება ლაგოსის ყოფილ მუნიციპალიტეტს და შემოგარენებს მატერიკზე. ლაგოსის შტატის მთავრობა პასუხისმგებელია ავტოგზებზე, ტრანსპორტზე, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებაზე, ჯანდაცვაზე და განათლებაზე. ლაგოსის მეტროპოლიაში (როგორც სტატისტიკურ ერთეულზე და არა როგორც ადმინისტრაციულზე), რომელიც მოიცავს 16 რაიონს, ცხოვრობს ლაგოსის შტატის მოსახლეობის 88 %.[7]. ლაგოსის საქმიან ცენტრში აშენებულია ბევრი მაღალი შენობა.

მიუხედავად იმისა, რომ ლაგოსი უკვე აღარ არის დედაქალაქი, ის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში. ლაგოსში მდებარეობს ლაგოსის შტატის უმაღლესი სასამართლო, რომელიც განლაგებულია ლაგოსის კუნძულზე.[8]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსში თავმოყრილია ნიგერიის მრეწველობის დაახლოებით ნახევარი.

ლაგოსში მდებარეობს ნიგერიის საფონდო ბირჟა, ვაჭრობა დაიწყო 1961 წელს, 1977 წელს მიიღო დღევანდელი დასახელება.

ლაგოსი ნიგერიის კინემატოგრაფიის ცენტრია.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოგზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსის ქუჩების ქსელი ერთ-ერთი უდიდესი და გადატვირთულია დასავლეთ აფრიკაში.[9][10]. ლაგოსის ჩრდილოეთით იწყება დიდი ავტომაგისტრალები ლაგოსი-იბადანი და ლაგოსი-აბეოკუტა, აღმოსავლეთში — ლაგოსი-ბადაგრი.

ლაგოსმა, როგორც მსხვილმა კომერციულმა ცენტრმა და მისმა სტრატეგიულად მოსახერხებელმა ადგილმდებარეობამ გამოიწვია ის, რომ ლაგოსი ბოლო წერტილია საავტომობილო გზების ტრანსაფრიკული ქსელის (Trans-African Highway network) ერთბაშად სამი მარშრუტისა:[11] ლაგოსი-მომბასას ავტომაგისტრალი (Lagos–Mombasa Highway), ტრანსსაჰარული ავტომაგისტრალი, ტრანსდასავლეთაფრიკული სანაპირო მაგისტრალი (Trans–West African Coastal Highway).

ქალაქში მოქმედებს ჩქაროსნული საავტობუსო სატრანსპორტო სისტემა. სისტემის პირველი ნაწილი დამთავრდა 2008 წლის თებერვალში. სავარაუდოდ მასზე იმოქმედებს 8 მარშრუტი, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებს ქალაქის ყველა ნაწილს და მას შეეძლება გადაიყვანოს 10 ათას მგზავრამდე საათში თითოეული მიმართულებით.[10]

რკინიგზის ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიაში სარკინიგზო ტრანსპორტი განუვითარებელია. ლაგოსიდან იწყება ორიდან ერთი ქვეყნის მთავარი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ლაგოსს აკავშირებს ბენინის ყურესთან და იობეს შტატში მდებარე ქალაქ ნგურუსთან. ფაქტიურად 2013 წლის დასაწყისისთვის მთელ ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ ლაგოსი — კანოს მონაკვეთი.[12][13]

დღეისათვის ქალაქში შენდება ნაგებობები მეტროტრამის სისტემისათვის. პროექტის იდეის შესახებ განაცხადა 2000-იანი წლების დასაწყისში გუბერნატორმა ბოლა ტინუბამ, ხოლო მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო 2003 წლის დეკემბერში[14]. იდეის მიხედვით სისტემაში გათვალისწინებულია ორი ხაზი — წითელი და ლურჯი. ლურჯი ხაზის მშენებლობაზე ბენინის ყურიდან ოკოკომაიკომდე (Okokomaiko-Marina Blue Line) ქალაქის მთავრობამ 2008 წელს გამოყო 70 მილიონი , რათა მშენებლობა დამთავრებულიყო 2011 წელს[15] [16]. მაგრამ მშენებლობა დაიწყო მხოლოდ 2010 წელს და მისი დამთავრება დაგეგმილია 2015 წლისთვის.

ხაზის სიგრძე შეადგენს 27,5 კმ-ს, რომელზეც განლაგებული იქნება 13 სადგური. ხაზზე მგზავრობის დრო დასაწყისიდან ბოლომდე შეადგენს დაახლოებით 35 წუთს. მთელი ხაზი არ გადაიკვეთება სხვა რომელიმე გზით და მასზე ვერ მოხვდება სხვა შემთხვევითი პიროვნება ან სატრანსპორტო საშუალება.

შემდგომში ნავარაუდებია მეორე — წითელი ხაზის მშენებლობა, ბენინის ყურიდან ქალაქ აგბადომდე.

წყლის ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპაპის პორტი

რამდენიმე რეგულარული საბორნე მარშრუტი ლაგოსის კუნძულს აკავშირებს მატერიკთან. მგზავრების გადაყვანას ლაგოსის ლაგუნებზე ასევე ახორციელებენ კერძო კომპანიები[17].

ლაგოსში მდებარეობს ნიგერიის მთავარი პორტი, რომლის ტვირთბრუნვა შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ტონას წელიწადში. პორტის მართვას და გადაზიდვებს ახორციელებს Nigerian Ports Authority. პორტი მდებარეობს ქალაქის კონტინენტურ ნაწილში — აპაპის რაიონში, ფართობი შეადგენს 120 ჰექტარს[18]. წყლით გადაზიდვების მოცულობის გაზრდასთან ერთად, რომელმაც საკმაოდ მოიმატა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან, გაჩნდა ლაგოსის ლაგუნაში ხელსაყრელი მოხვედრის პრობლემა. ფსკერის მუდმივმა ცვალებადობამ სიძნელეები შეუქმნა პორტში შემომსვლელ გემებს. ასევე მიმდინარეობდა სანაპირო ზოლის მუდმივი ცვლილებები. საპორტე ზონის განვითარება დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1906 წელს დაიწყო დამცავი ჯებირების მშენებლობა და ფსკერის დამაღრმავებელი სამუშაოები. ამ სამუშაოების დამთავრების შემდეგ გადაწყდა აპაპაში აშენებულიყო პორტი. პირველი ნავსაყუდელი, სიგრძით დაახლოებით 0,5 კმ, აშენდა მშენებლობის მიმდინარეობისას, რომელიც დაიწყო 1921 წელს.

1948 წელს პორტის შესაძლებლობები გაფართოვდა ახალი სტაციონარული ნავსაყუდლების აშენების შედეგად. ამავე დროს პორტის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაჩნდა პაკჰაუზების ფართი, შემნახველი და დამახარისხებელი სადგურები. 1967—1970 წლების სამოქალაქო ომის დროს ნიგერიის პორტები დაიკეტა საერთაშორისო გადაზიდვებისთვის და ერთადერთი მოქმედი პორტი იყო ლაგოსის პორტი. ომისშემდგომ წლებში, როდესაც ქვეყანას მოაწყდა ტვირთების ნაკადი მრეწველობის აღდგენისათვის და ახალი მშენებლობებისათვის, პორტი აღმოჩნდა გადატვირთული. ტრანსპორტირების ძველი არაეფექტური მეთოდებით, რომლითაც გამოიყენებოდა მცირემოცულობიანი ტარა (კასრები, ყუთები, ბოთლები) შეუძლებელი იყო სწრაფი ტვირთბრუნვის წარმოება. დიდგაბარიტიანი ტარის, კონტეინერების გამოყენებას ხელს უშლიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა — ქვეყნის ავტოგზები და ხიდები ვერ შეძლებდნენ ასეთი წონის და რაოდენობის ტვირთების გატარებას. ეს ყველაფერი მოითხოვდა საპორტე ნაგებობების კომპლექსის გარდაქმნის კარდინალურ ღონისძიებებს და საპორტე ზონის კავშირის უზრუნველყოფას ქალაქთან და მთლიანად ქვეყანასთან. მიღებული ღონისძიებები, ასევე ახალი პორტების მშენებლობამ (მიმდინარეობს აპაპასთან ახლოს ტინ კენის კუნძულის პორტი, პორტ-ჰარკორტი, პორტი კალაბარში) ხელი შეუწყო აპაპის პორტის ნავსაყუდლების განტვირთვას[19].

აპაპის პორტის საკონტეინერო ტერმინალი დღეისათვის ყველაზე უფრო დიდია ქვეყანაში და შეუძლია შეინახოს 32 ათასამდე TEU. ტერმინალის სიგრძეა — 1 კმ.[20].

ავიაგადაზიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურტალა მოჰამედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

ლაგოსში ფუნქციონირებს მურტალა მოჰამედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აფრიკის ერთ-ერთი დიდი აეროპორტი და ნიგერიის მთავარი საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო ჭიშკარი. აეროპორტი მდებარეობს ჩრდილოეთ შემოგარენ იკეჯაში და აქვს ტერმინალები შიდა და საერთაშორისო ხაზებისათვის. აეროპორტი უზრუნველყოფს ნიგერიის მთელი საჰაერო გადაყვანების დაახლოებით 50 %-ს, თანაც საერთაშორისო საჰაერო გადაფრენების უმრავლესობა ხორციელდება აქედან.[21] აეროპორტი აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომისშემდგომ წლებში იკეჯაში განლაგდა ავიაკომპანია West African Airways Corporation-ის მთავარი ბაზა, რომელიც დააარსა ბრიტანეთის დასავლეთი აფრიკის ხელისუფლებამ. ქვეყნის შიდა გადაყვანებზე გამოიყენებოდა De Havilland Dove-ს, ხოლო მოგვიანებით Douglas C-47 Skytrain თვითმფრინავები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კომპანია გადავიდა ნიგერიაში და სახელად დაერქვა Nigeria Airways. აეროპორტი გაფართოვდა 1970-იანი წლების შუა პერიოდში და ეწოდა მურტალა მოჰამედის სახელი. XX საუკუნის ბოლოს კრიმინალური სიტუაციის გამწვავების გამო აეროპორტი ითვლებოდა სახიფათოდ. 1999 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში ოლუსეგუნ ობასანჯოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია აეროპორტში ნორმალიზირდა.

Nigeria Airways-მა ფუნქციონირება შეწყვიტა 2003 წელს. დღეისათვის ქვეყნის მთავარი ავიაკომპანიაა Air Nigeria. 2000-იანი წლების დასაწყისიდან აეროპორტის მგზავრების ნაკადი გაიზარდა ორჯერ, 2011 წელს მან მიაღწია დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს წელიწადში.

უახლოეს პერიოდში აეროპორტს ჩაუტარდა მოდერნიზაცია, ახალი ტერმინალის მშენებლობასთან ერთად.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.demographia.com/db-worldua.pdf
  2. Metro Lagos (Nigeria): Local Government Areas - Population Statistics in Maps and Charts
  3. Cities & Citizens Series:Urban Iniquities in three Cities. Unhabit Online. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-21. წაკითხვის თარიღი: 2012-04-04.
  4. Public Admin. Dev. Urban local government finance in Nigeria: The case of Lagos municipal area, page=12: 19—38. doi: 10.1002/pad.4230120103. Publisher=Dr. Dele Olowu, 1992
  5. The Nigeria Congress. Administrative Levels - Lagos State. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2004-03-12. წაკითხვის თარიღი: 2007-06-29.
  6. 2006 Population Census. National Bureau of Statistics of Nigeria (May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-21. წაკითხვის თარიღი: 2010-09-14.
  7. Managing Metropolitan Lagos. R.Rasaki. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-21. წაკითხვის თარიღი: 2012-04-04.
  8. Lagos State Judiciary. Nigeria Law Online. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-21. წაკითხვის თარიღი: 2012-04-04.
  9. Digest of Statistics 2010. Lagos State. წაკითხვის თარიღი: 2012-04-04.
  10. 10.0 10.1 Lagos BRT Lite. LAMATA. წაკითხვის თარიღი: 2012-04-04.
  11. (14 August 2003) African Development Bank/United Nations Economic Commission For Africa: "Review of the Implementation Status of the Trans African Highways and the Missing Links. African Development Bank. წაკითხვის თარიღი: 14 July 2007. 
  12. http://www.bbc.co.uk/news/world-africa-21364541 BBC News — Can Nigeria’s renovated railway unite north and south?
  13. http://www.economist.com/news/middle-east-and-africa/21571481-renovated-railway-line-welcome-more-are-still-sorely-needed-slow The Economist — «Trains in Nigeria: A slow but steady new chug»
  14. Momodu, Shaka. “Lagos Launches $135m Rail System“, This Day, December 3, 2003. 
  15. Bisiriyu, Rasheed. “N70bn Lagos light rail ready in 2011“, The Punch, April 11, 2008. 
  16. Lagos Light Rail. Railways Africa Magazine (2010-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-21. წაკითხვის თარიღი: 2010-12-12.
  17. LAMATA Ferry Services. LAMATA. წაკითხვის თარიღი: 4 April 2012.
  18. Сайт Nigerian Ports Authority
  19. აპაპის პორტის ისტორია (ინგლისური)
  20. ინფორმაცია ტერმინალის შესახებ Apapa Container Terminal-ის საიტზე
  21. Federal Airports Authority of Nigeria. Data & Statistics. წაკითხვის თარიღი: 11 March 2008.