ტანტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანტალი (Tantalum), Ta - ელემენტი; ატომური ნომერი - 73, ატომური მასა 180,948, დნობის ტემპერატურა - 3017 °C, დუღილისა - 5458 °C. სიმკვრივე 16,65 გ/სმ³. გვხვდება მდგრადი 181Ta (99,99%) და რადიოაქტიური 180Ta (0,01%, T½=10¹² წ) იზოტოპების სახით. ხელოვნურად მიღებულია ტანტალის რადიოაქტიური იზოტოპი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანტალი აღმოაჩინა 1802 წელს შვედმა ქიმიკოსმა ა. ეკებერგმა (სახელწოდება შეარქვეს ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის, ტანტალოსის სახელის მიხედვით) დედამიწის ქერქში ტანტალის საშუალო შემცველობა მასის მიხედვით 2,5 · 10−4%-ია.