კივუს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კივუს ტბა
ინგლ. Kivu
ფრანგ. Lac Kivu
კინიარუანდა — Ikiyaga cya Kivu
კივუს ტბა
კივუს ტბა
კოორდინატები: 01°51′11″ ს. გ. 29°08′07″ ა. გ. / 1.85306° ს. გ. 29.13528° ა. გ. / -1.85306; 29.13528
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რუანდის დროშა რუანდა
სიმაღლე ზღვის დონიდან 1460 
სიგრძე 89 კმ
სიგანე 48 კმ
ფართობი 2700 კმ²
მოცულობა 500 კმ³
საშუალო სიღრმე 240 
მაქსიმალური სიღრმე 496 
აუზის ფართობი 7000 კმ²
გამომდინარე მდინარე რუზიზი
კივუს ტბა — რუანდა
კივუს ტბა

კივუ (ინგლ. Kivu, ფრანგ. Lac Kivu, კინიარუანდა — Ikiyaga cya Kivu) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე. ფართობი — 2700 კმ², სიღრმე — 496 მ-მდე. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე. ტბა წარმოიქმნა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილი. ტბაში 150-ზე მეტი კუნძულია. მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიიკის ტბას. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული — იჯვი. წყალი სუსტად მომლაშოა. ტბა სანაოსნოა. მთავარი ნავსადგომები და ნავმისადგომებია: ბუკავუ, გომა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), კისენი, მანგუგუ (რუანდა).

აღმოაჩინა გერმანელმა მოგზაურმა ადოლფ ფონ გეტცენმა 1894 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]