კიგალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
კიგალი
Kigali
CentralKigali.jpg
ქვეყანა რუანდის დროშა რუანდა
კოორდინატები 1°56′38″ ს. გ. 30°03′34″ ა. გ. / 1.94389° ს. გ. 30.05944° ა. გ. / -1.94389; 30.05944
დაარსდა 1907
დედაქალაქი 1962  წლიდან
ფართობი 730 კმ²
მოსახლეობა 965 398 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1322,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი www.kigalicity.org

კიგალი მდებარეობა რუანდა

Red pog.svg

კიგალი (ფრანგ. Kigali) — რუანდის დედაქალაქი (1962 წლის 1 ივლისიდან). მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რუგანუას ნაპირზე, 4 ბორცვზე, ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. გერმანელი კოლონისტების მფლობელობის დროს 1895 წლიდან კიგალი გახდა სავაჭრო ცენტრი, ხოლო ბელგიელი კოლონისტების ეპოქაში (1919–1962 წლები) — რეგიონული ცენტრი. რუანდის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში გახდა რუანდის დედაქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კიგალი მდებარეობს ეკვატორის სამხრეთით, რუანდის ცენტრში. ქალაქი გაშენებულია მთის ფერდოებზე, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლეა — 1600 მეტრი.

კლიმატი[რედაქტირება]

ჰავა ეკვატორული მუსონურია. მშრალი სეზონი გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე. საშუალო თვიური ტემპერატურები 20 °C-იდან 21 °C-მდეა. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში. კლიმატი საკმაოდ რბილია ქალაქის ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობის გამო.

ისტორია[რედაქტირება]

რუანდა და ბურუნდი გადაეცა გერმანიის იმპერიას ბრიუსელის 1890 წლის კონფერენციის გადაწყვეტილების შედეგად.

კიგალი დაარსდა 1907 წელს,[1] (სხვა მონაცემებით — 1898 წელს) როგორც გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის მთავრობის რეზიდენცია. 1916 წლამდე იმყოფებოდა გერმანიის იმპერიის კონტროლ ქვეშ. 1919 წლიდან — ერთა ლიგის მანდატის ქვეშ.[1] 1921 წლიდან[1] კონტროლდება ბელგიელების მიერ რუანდა-ურუნდის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1962 წლიდან — დამოუკიდებელი რუანდის დედაქალაქი.

1945 წლიდან 1991 წლამდე კიგალის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 6000-დან 150 000 მაცხოვრებლამდე, ხოლო 2006 წლისთვის მიაღწია მილიონ ადამიანს (გარეუბნებით).

1994 წელს რუანდის გენოციდის დროს ჰუტუს ხალხისა და რუანდის არმიების მიერ კიგალში მოკლეს ათასობით ტუტსი ხალხი, რის შედეგადაც ქალაქიდან მეზობელ ქვეყნებში გაიქცა ათასობით მაცხოვრებელი. ქალაქი ამ მოვლენების დროს ნაწილობრივ დაინგრა, 1997 წლიდან კი მან აღდგენა დაიწყო. 2009 წლის შეფასებით ქალაქ კიგალში ცხოვრობდა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით განლაგებულია სკვოტინგური დასახლებები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ინდუსტრიული ზონებია.

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება]

ქალაქი კიგალი გარეუბნებით მდებარეობს კიგალის პროვინციაში, რუანდის ხუთი პროვინციიდან ერთ-ერთში, რომელიც შეიქმნა 2006 წლის იანვრის დასაწყისში, როგორც დეცენტრალიზაციის სამთავრობო პროგრამის ნაწილი, რომელმაც რეორგანიზება გაუკეთა ქვეყნის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურებს. პროვინცია იყოფა სამ რაიონად (აკარერე): გასაბო, კისუკირო, ნიარუგენგე. რაიონები საერთო ჯამში მოიცავენ 35 სექტორს (იმირენგე), ხოლო ისინი, თავის მხრივ, იყოფიან უფრო დაბალ ადმინისტრაციულ ერთეულებად.

ამასთან თვითონ ქალაქი კიგალი გარეუბნებით მოიცავს პროვინციის ტერიტორიის 70 %-ს[2].

მოსახლეობა[რედაქტირება]

წელი 1907 1945 1991 1996 2001 2006
მოსახლეობა 357[3] 6 000[3] 140 000[3] 358 200[3] 605 000[3] 1 000 000[3]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია (ყავა, ტყავი, მსხვილი რქოსანი საქონელი). ამუშავებენ ტყავს, ამზადებენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, თიხის ჭურჭელს, საოჯახო ნივთებს. კიგალის მიდამოებში გაშენებულია ყავის პლანტაციები, იღებენ კალას.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

საავტომობილო გზით უკავშირდება ქალაქ ბუჟუმბურას (ბურუნდი), უგანდას და ტანზანიას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სუსტადაა განვითარებული. ის ძირითადად წარმოდგენილია სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც ასრულებენ რეისებს ქალაქში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. სარელსო ტრანსპორტი ქალაქში არ არსებობს.

კიგალიში ბევრი ტაქსისტია, რომლებსაც გადაჰყავთ კლიენტები მოტოციკლეტებით ეტლის გარეშე. მათი ამოცნობა ადვილია წარწერებიანი მწვანე ჟილეტებით. სამგზავრო გადაყვანები ასევე სრულდება ავტოტრანსპორტის კერძო მფლობელების მიერ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები აქტიურად იყენებენ ველოსიპედებს.

აეროპორტები[რედაქტირება]

ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით 7 კმ-ში მდებარეობს კიგალის საერთაშორისო აეროპორტი.[4] რეისებს ემსახურებიან აფრიკის სხვა სახელმწიფოებიდან (კენიიდან, უგანდიდან, ეთიოპიიდან, ბურუნდიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან).[4] ევროპიდან კიგალიში მოხვედრა პირდაპირი რეისით შესაძლებელია მხოლოდ ბრიუსელიდან.

გადაფრენის გავრცელებული მარშრუტია ევროპიდან გადაფრენა კენიამდე (ნაირობი — კენია ეირვეიზის ავიაკომპანია, КLM) და შემდეგ კიგალიმდე (რუანდეირ-ექსპრესის ავიაკომპანია).

ქალაქის ცენტრიდან სამხრეთში შენდება მეორე აეროპორტი.

განათლება[რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს კოლეჯი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

კიგალიში მდებარეობს რუანდის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი, ბელგიელთა ხსოვნის სამხედრო მემორიალი, რომლებიც გენოციდის დროს დაიღუპნენ.[5]

სახლი, სადაც ცხოვრობდა კოლონიური მთავრობის ადმინისტრატორი, ბუნების მკვლევარი რიხარდ კანდტი (გერმ. Richard Kandt) (1867—1918 წლები) დღეისათვის მისი სახელობის ბუნების ისტორიის მუზეუმია კიგალიში (Kandt House).[5]

პრეზიდენტ ჟიუვენალ ჰაბიარიმანას სასახლეში, კანობმეს რაიონში, 2009 წლიდან ასევე მოქმედებს პრეზიდენტის სასახლის მუზეუმი[6].

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]