ტარო (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტარო
Colocasia esculenta
Colocasia esculenta
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ნიუკასებრნი
სახეობა:  ტარო
ლათინური სახელი
Colocasia esculenta
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 169058

ტარო (ლათ. Colocasia esculenta) — ტროპიკული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ნიუკასებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მისი მსხვილი გორგლი, რომლის მასა 4 კგ აღწევს, იჭმება.

მოჰყავთ უმთავრესად აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებისა და სუბტროპიკების ტენიან რაიონებში, შესაძლებელია მისი კულტივირება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. ველურად გვხვდება ჰიმალაის, მიანმარის, ახალი გვინეის, ფილიპინის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]