დუაიტ ეიზენჰაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი
Dwight David Eisenhower
დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი Dwight David Eisenhower
აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1953 – 20 იანვარი, 1961
ვიცე-პრეზიდენტი  რიჩარდ ნიქსონი
წინამორბედიჰარი ტრუმენი
მემკვიდრეჯონ კენედი

დაბადებული14 ოქტომბერი, 1890
დენისონი, ტეხასი
გარდაცვლილი28 მარტი, 1969
ვაშინგტონი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლემეიმი ეიზენჰაუერი
პროფესიაჯარისკაცი (არმიის გენერალი)
ხელმოწერაDwight D. Eisenhower signature.png

დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი, ამერიკაში გავრცელებული სახელი „აიკ“ (ინგლ. Dwight David „Ike“ Eisenhower; დ. 14 ოქტომბერი,1890, დენისონი, ტეხასის შტატი — გ. 28 მარტი,1969, ვაშინგტონი) — ამერიკელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი 1953–1961 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან.

1915 წელს ეიზენჰაუერმა აშშ-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მან უარი თქვა ემსახურა ევროპაში, იგი პენსილვანიის სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა და ფრონტზე არ გაუგზავნიათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეიზენჰაუერი მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. 1942-1943 წლებში იგი ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, ხოლო 1944-1945 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში მოკავშირეების შეჭრას ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ, 1945-1948 წლებში, მსახურობდა არმიის შტაბის უფროსად, 1948-1953 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტად, ხოლო შემდეგ, 1951-1952 წლებში ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუაიტ ეიზენჰაუერი დაიბადა და გაიზარდა კანზასში, ჰოლანდიური წარმოშობის ოჯახში, სადაც რელიგიას დიდი ყურადღება ეთმობოდა. დედამისი იეჰოვას მიმდევარი გახლდათ, მიუხედავად ამისა დუაიტი არც ერთ რელიგიას არ აღიარებდა 1952 წლამდე. დუაიტი ასრულებდა საოჯახო საქმეებს, ეხმარებოდა მშობლებს და იზრდებოდა თავის ძმებთან ერთად. გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობითა და ფეხბურთით. კითხულობდა სამხედრო ისტორიას, 1911 წელს დუაიტი აშშ-ს შტატების სამხედრო აკადემიაში ფეხბურთს აქტიურად თამაშობდა, სანამ მუხლს სერიოზულად დაიზიანებდა. ტრავმის მიუხედავად, სამხედრო აკადემიაში დუაიტს კარგად ახასიათებდნენ, კარტისა და სიგარეტის მოყვარულ ეიზენჰაუერზე ამბობდნენ, რომ ის შესანიშნავი სამხედრო გახდებოდა, მაგრამ არა დიდი ოფიცერი. სწავლის დასრულების შემდეგ 61-ე ადგილოსანმა (სულ 164 კურსდამთავრებული) დუაიტ ეიზენჰაურმა რამდენიმე წელი გაატარა ტეხასის ერთ-ერთ საგუშაგოზე, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე - მამი დოუდი.[1]

ეიზენჰაუერს გააგზავნეს პანამის არხის ზონაში ახალ დავალებაზე, სადაც გაიცნო გენერალი ფოქს კონერი. ფოქსი აფასებდა ეიზენჰაუერის კრიტიკულ მიდგომებს ქვეითთა ბატალიონის მიმართ, გახდა მისი მენტორი, რამაც დუაიტის კარიერული წინსვლა დააჩქარა. მოუწია პირველ მსოფლიო ომში აშშ-ს ძალების მეთაურობა ჯონ პირსინგთან[2] ერთად, ხოლო შემდეგ არმიის შტაბის უფროს გენერალ დაგლას მაკართურთან[3] ერთად მსახურობდა.

ეიზენჰაუერი და მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 7 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც იაპონიამ პერლ-ჰარბორის პორტი დაბომბა, დუაიტ ეიზენჰაუერი დანიშნეს ვაშინგტონის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად, სადაც 1942 წლის ივნისამდე მსახურობდა. მისი ძირითადი საქმიანობა ომის სტრატეგიისა და საომარი მოქმედებების შემუშავება გახლდათ, რათა იაპონია და გერმანია დამარცხებულიყვნენ. იგი დანიშნეს გენერალ ლეონარდ გეროვის მოადგილედ, მოგვიანებით კი მისი თანამდებობა გადაიბარა.[4] 1942 წლის მაისის ბოლოს დუაიტი თან ახლდა გენერალ ჰენრი არნოლდს, არმიის საჰაერო ძალების მეთაურს. ეიზენჰაუერმა ჰენრისთან ეფექტურად იმუშავა და 3 ივნისს ვაშინგტონში დაბრუნდა. დაბრუნებული ღიად აცხადებდა, რომ კმაყოფილი არ იყო გენერალთან მუშაობით, ისინი ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, არც თანამშრომლების მიმართ იჩენდა კეთილგანწყობას. ყველაფერი ამის მიუხედავად დააწინაურეს და 1942 წლის 7 ივლისს გახდა გენერალ-ლეიტენანტი.[5]

თეთრი სახლი და დუაიტ ეიზენჰაუერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დუაიტმა აქტიური სამხედრო სამსახური დატოვა და გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. სამოქალაქო სამსახური დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან 1950 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ეიზენჰაუერს შესთავაზა გამხდარიყო ნატოს ევროპული ძალების ახალი მეთაური. დუაიტმა დაიწყო მუშაობა ერთიანი სამხედრო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებულ პოტენციურ კომუნისტურ აგრესიას დაუპირისპირდებოდა.

1952 პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის პოპულარობა შესუსტდა, კორეაში მიმდინარე ომის გამო. წამყვანი რესპუბლიკელები ეიზენჰაუერს სთავაზობდნენ ჩაენაცვლებინა ტრუმენი, არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი. დუაიტმა ოფიციალურად დატოვა სამხედრო სამსახური და 1952 წლის 4 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ადლაი სტივენსონი (55,2 % — 44,3%) და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 34-ე პრეზიდენტი. [6]

ეიზენჰაუერს პირველი ვადის განმავლობაში მრავალი ოპონენტი ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო რესპუბლიკელი სენატორი ჯოზეფ მაკარტი. ერთგვარი კონფლიქტი სენსაციური სატელევიზიო მოსმენით დასრულდა, რის შემდეგ ეიზენჰაუერმა გადაწყვიტა მსგავს აქტივობებში მონაწილეობა აღარ მიეღო. დუაიტი აღიარებდა, რომ პირადად არ მოსწონდა მაკარტის შეხედულებები და მისი გავლენის შესამცირებლად კულისებში უწევდა მუშაობა. ეს კონფლიქტი 1954 წლამდე მიმდინარეობდა და საბოლოოდ ამერიკის უზენაესი სასამართლოს დარბაზში დასრულდა.

დუაიტ ეიზენჰაუერმა, როგორც ზომიერმა რესპუბლიკელმა, სირთულეების მიუხედავად, შეძლო მრავალი საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცება. პრეზიდენტობისას აქტიურად განაგრძობდა წინამორბედი პრეზიდენტის საქმების შესრულებასაც. დუაიტმა შექმნა ჯანმრთელობისა და განათლების დეპარტამენტები, 1956 წელს მისი უშუალო ჩართულობით ჩამოყალიბდა სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის სისტემა, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 41 000 მილის გზა დააგო.

1956 წელს ეიზენჰაუერი მეორედ აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიღების შემდეგ, რის მიხედვითაც მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. 1953 წლის ივლისში ხელი მოაწერა დაზავებას კორეაში, მაგრამ დადო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასა და ტაივანთან ე.წ . ურთიერთთავდაცვის შესახებ. 1954 წელს მან ხელი მოაწერა კანონს კომუნისტურ საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შესახებ. იმავე წლის სექტემბერში ეიზენჰაუერის მთავრობამ მთელ რიგ სხვა სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად ხელი მოაწერა პაქტს სეატოს შესახებ. ამასთანავე მონაწილეობა მიიღო ოთხი სახელმწიფოს – სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურების ჟენევის შეხვედრაში (1955 ივლისი), რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის რამდენადმე შენელებას. ეიზენჰაუერის პრეზიდენტობისას დაარსდა ნასა და დაიწყო კოსმოსის შეჯიბრი, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამა და დაიწყო შტატებს შორის ავტომაგისტრალის სისტემის მშენებლობა. იგი ბოლო პრეზიდენტი იყო, რომელიც XIX საუკუნეში დაიბადა.

პრეზიდენტობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ცხოვრება გააგრძელა გეთისბურგში, საგვარეულო სახლიდან 70 კილომეტრის მოშორებით, დოუფნის ოლქში. 1967 წელს საკუთარი მეურნეობის მიწები გადასცა ეროვნული პარკის სამსახურს. ბოლომდე აქტიურად ერთვებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გაფრინდა სან-ანტონიოში, სადაც მხარს უჭერდა ჯონ გუდუს, წარუმატებელ რესპუბლიკელ კანდიდატს (ტეხასის მე-20 ოლქში).

1961 წლის 17 იანვარს მას ბოლო სატელევიზიო მიმართვა ოვალური კაბინეტიდან ჰქონდა. დუაიტ ეიზენჰაუერმა წამოჭრა ცივი ომის საკითხი და დეტალურად ისაუბრა ამერიკის როლზე, მან აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვხვდებით მტრული იდეოლოგიით შეპყრობილ მსოფლიოს და მზაკვრული მეთოდებით მებრძოლ ხალხს.“

დუაიტმა გააფრთხილა მთავრობა მოსალოდნელი ხარჯებისა და დაცვითი სამხედრო პოლიტიკის შესახებ:

ვიკიციტატა
„ამერიკა აცნობიერებს მსგავსი განვითარების აუცილებლობას და მზად არის მცოდნე მოქალაქეების ხარჯზე განახორციელოს დავდაცვითი, სამრეწველო თუ სამხედრო ტექნიკის სათანადო მოწყობა, რათა ჩვენი მშვიდობიანი მიზნებითა და მეთოდებით შევძლოთ მშვიდობის დამყარება.“

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის 28 მარტის დილით, დუაიტ ეიზენჰაუერი ვოლტერ რედის სამხედრო ჰოსპიტალში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მომდევნო დღეს მისი ცხედარი ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც 28 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ ცხედარი კაპიტოლიუმის როტორდაში გადაასვენეს, 31 მარტს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში ჩატარდა სახელმწიფო პანაშვიდი, ღონისძიებას დაესწრო 2 000 საპატიო სტუმარი, სხვა ქვეყნის 10 მოწვეული პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი და იმჟამინდელი მთავარსარდლები, უცხო ქვეყნის დელეგაციები და დე გოლი , რომელსაც ამერიკაში პირველად მოუწია ჩასვლა. დაკრძალვას დაესწრო გერმანიის კანცლერი კურტ კიზინგერი და ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.

დუაიტ ეიზენჰაუერი დაკრძალულია მისივე სახელობის საპრეზიდენტო სამლოცველოში, (აბელინში), დაკრძალულია სამხედრო ფორმით, არმიის გამორჩეული მედლითა და საზღვაო ძალების მედლით. მის გვერდით მისი შვილი და მეუღლეა დაკრძალული. შვილი 1921 წელს, 2 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე 1979 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]