შინაარსზე გადასვლა

გემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიანი ხომალდი

გემი — წყალზე გადააგილების ძირითადი საშუალება.

რომაული ტრირემი, მოზაიკა კართაგენიდან. ბარდოს ეროვნული მუზეუმი, ტუნისი

გემის ისტორია ვითარდებოდა ადამიანების ავანტურისტულ თავგადასავლებთან ერთად. პირველი აღმოჩენილი ნავები დაახლოებით 10 000 წლით, ნეოლითის ხანით თარიღდება. იმ ხანის ნავები ძირითადად ნადირობისთვის და თევზაობისთვის გამოიყენებოდა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი ნავები ძირითადად ერთი მასიური ხისგან ქვის იარაღებითაა გაკეთბული.

შუა საუკუნეების გემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVI საუკუნის იაპონური ატაკებუნე

რენესანსის ეპოქამდე ნავიგაცია იყო შედარებით პრიმიტიული. თუმცა, ტექნოლოგიების ნაკლეობა ხელს არ უშლიდა ზოგიერთ ცივილიზაციას ყოფილიყვნენ საზღვაო გიგანტები. მაგალითად გენუასა და ვენეციის საზღვაო რესპუბლიკებ. ვიკინგებმა თავიანთი კნორებით ჩრდილოეთ ამერიკის აღმოჩენა შეძლეს.

თანამედროვე გემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლომბო ექსპრესი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონტეინერო გემი

2007 წელს მსოფლიო მასშტაბით იყო 34,882 1000 ტონაზე მეტი წყალწყვის კომერციული გემი, ჯამში 1.04 მილიარდი ტონა. რაც 2006 წლის მონაცემთან შედარებით 8%-თაა გაზრდილი. ტონაჟობის მიხედვით ამ გემებიდან 39% ტანკერია, 26% დიდი მოცულობის მატარებლები, 17% საკონტეინერო გემები და 15% სხვა ტიპის.[1]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. UNCTAD 2007, p. x and p. 32.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გემი&oldid=4283778“-დან