გარამბის ეროვნული პარკი
გარამბის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | vii, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აფრიკა | |
კოორდინატები | 4°00′00″ ჩ. გ. 29°15′00″ ა. გ. / 4.00000° ჩ. გ. 29.25000° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 136 | |
საფრთხის ქვეშ | 1984-1992; 1996- | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 136 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გარამბის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de la Garamba) — ეროვნული პარკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიი, შეიქმნა 1938 წელს. აფრიკის ეს ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი 1980 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. გარამბის ტერიტორიაზე ბინადრობენ მსოფლიოში შემორჩენილი გარეული ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის (სუდანის თეთრი მარტორქა) უკანასკნელი წარმომადგენლები. მსხვილ ძუძუმწოვართაგან აქ ასევე ბინადრობენ სპილოები, ჩრდილოეთის ჟირაფები და ჰიპოპოტამები. ლანდშაფტი შედგება ვრცელი სავანების, საძოვრებისა და ტყეებისგან, რომლებთანაც შერწყმულია მდინარის ხეობები და ჭაობიანი დეპრესიები. პარკის ტერიტორიაზე მარტორქებზე უკანონო ნადირობის გამო, 1996 წელს იუნესკომ ის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა.
პარკი ასევე ცნობილია აფრიკული სპილოს მოშინაურების პროგრამით, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო და რომელიც მიზნად ისახავდა ამ ველური ცხოველებით ტურისტების სეირნობას.