აღმოსავლეთ კასაის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
აღმოსავლეთ კასაის პროვინცია ფრანგ. Kasaï-Oriental | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | მბუჟი-მაიი |
კოორდინატები | 6°14′00″ ს. გ. 23°35′00″ ა. გ. / 6.23333° ს. გ. 23.58333° ა. გ. |
ფართობი | 9481 კმ² |
მოსახლეობა | 2 702 430 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 285,04 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 |
![]() | |
აღმოსავლეთ კასაის პროვინცია (ფრანგ. Kasaï-Oriental) — პროვინცია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთში.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მბუჟი-მაიი. 2005 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად ოდესღას ფართე ტერიტორიის მქონე პროვინცია სამ ნაწილად დაიყო, სახელწოდება აღმოსავლეთ კასაი შეინარჩუნა მხოლოდ მისმა ცენტრალურმა ნაწილმა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბანტუს ხალხის მიგრაციის შემდეგ პროვინციის ტერიტორიაზე დასახლდა ლუბას ხალხი, რომელმაც XVI საუკუნეში შექმნა საკუთარი სახელმწიფო — ლუბას იმპერია. კასაის რეგიონი შევიდა ბელგიის სამეფოს სამფლობელოს — კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს შემადგენლობაში XIX საუკუნის ბოლოს. ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რეგიონში არსებული მდიდარი რესურსების გამო გაძლიერდა სეპარატისტული განწყობა ალბერ კალონჟის მეთაურობით.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის მოსახლეობა — 2 702 430 ადამიანი (2005 წელი)[2].
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია დაყოფილია 5 ტერიტორიად:
- კაბეია-კამვანგა (Kabeya-Kamwanga)
- კატანდა (Katanda)
- ლუპატაპატა (Lupatapata)
- მიაბი (Miabi)
- ჩილენგე (Tshilenge)
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის შემოსავლების ძირითადი წყაროა — ალმასების მოპოვება.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Constitution de la République démocratique du Congo: Article 2. Wikisource.
- ↑ Provinces of the Democratic Republic of Congo (Congo Kinshasa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-27.
|