საფრანგეთის ეროვნული ნაკრები — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 1998 წლის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში, ხოლო 2006 წელს გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. საფრანგეთის ნაკრები არის ორგზის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი (1984, 2000). საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრია.
საფრანგეთთან ერთად საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის ნაკრები გუნდები. ფრანგებმა ცუდად დაიწყეს ტურნირი. პირველი სამი მატჩი რუმინეთთა, სლოვაკეთთან და პოლონეთთან დაასრულეს ფრედ 0-0. გუნდა პირველი გამარჯვება მოიპოვა 1994 წლის 13 დეკემბერს აზერბაიჯანთან, 2-0. მომდევნო მატჩი ისრაელთან კვლავ ფრედ დასრულდა, შემდეგ კი საფრანგეთმა 4-0 მოუგო სლოვაკეთს. 1995 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანთან 10-0 მოგებული მატჩი დღემდე ყველაზე დიდი ანგარიშია ნაკრების ისტორიაში. საკვალიფიკაციო ეტაპი საფრანგეთმა დაუმარცხებლად დააასრულა, მიუხედავად ამისა, ის ჩამორჩა რუმინეთს და გავიდა მეორე ადგილზე, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი კვალიფიკაციისთვის. სავალიფიკაციო ეტაპის დროს ნაკრებს სკანდალის გამო გამოაკლდა კაპიტანი ერიკ კანტონა, რომელიც დიდიე დეშამმა შეცვალა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საფრანგეთმა ითამაშა ამხანაგური მატჩები გერმანიასთან, პორტუგალიასა და საბერძნეთთან. ფრანგებმა სამივე მატჩი მოიგეს, მათ შორის მოუგეს გერმანიას 1-0 შტუტგარტში გოტლიბ-დაიმლერ სტადიონზე. ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდს 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და პრეტენზია გააჩნდა ევროპის საუკეთესო გუნდობაზე.[1] ჩემპიონატზე საფრანგეთის მეტოქეები იყვნენ რუმინეთი, ესპანეთი და ბულგარეთი. პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა ნიუკასლში სენტ-ჯეიმზ პარკზე, საფრანგეთმა მოიგო 1-0 დიუგარის გოლით. მეორე მატჩი ლიდსში ესპანეთის წინააღმდეგ დასრულდა 1-1. საფრანგეთი იური ჯორკაეფის გოლით დაწინაურდა და ესპანელებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს. ბოლო მატჩი საფრანგეთმა ბულგარეთს 3-1 მოუგო, თუმცა მხოლოდ ფრეც ჰყოფნიდა პლეი-ოფის ეტაპისთვის.
მეოთხედფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდა ნიდერლანდს ენფილდზე ლივერპულში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ყველა ფეხბურთელმა გაიტანა, გარდა ახალგაზრდა ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფისა. ნახევარფინალში საფრანგეთი შეხვდა ჩეხეთს. ეს მატჩის ფრედ დაასრულდა და პენალტების სერიაში ჟაკემ იგივე ხუთეული დააყენა, რომელიც წინა, მეოთხედფინალურ მატჩში. ხუთივემ (ზიდანი, ჯორკაეფი, ლისარასუ, გუერინი, ბლანი) გაიტანა, მაგრამ მეექვსეს, რეინალდ პედროსის დარტყმა მარტივად მოიგერია ჩეხების მეკარე პეტრ კუბამ, ხოლო ჩეხმა კადლეცმა გაიტანა და საფანგეთი გამოთიშა ასპარეზობას. მედიამ გააკრიტიკა საფრანგეთის ნაკრები ცოტა გატანილი გოლის გამო. გოლების სიმცირის პრობლემა უკავშირდებოდა კანტონას არყოფნას. კანტონას დაბრუნება ნაკრებში შეიძლებოდა 1995 წლის ნოემბრის შემდეგ, თუმცა ჟაკემ მაინც არ წაიყვანა ის ჩემპიონატზე. ჟაკეს შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო, უნდა ეპოვნა ახალი შემტევი ფეხბურთელები.
2010 წლის მუნდიალზე ჩავარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლორან ბლანი. ბლანის გუნდმა 2010 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 15 ივნისამდე 23 წაუგებელი მატჩი ითამაშა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ემე ჟაკეს ნაკრების მიერ 1994-96 წლებში ნაჩვენები შედეგის (30 მატჩი) შემდეგ. ბლანი გაუძღვა გუნდს ევრო 2012-ზე, სადაც საფრანგეთი გავიდა მეოთხედფინალში. მიუხედავადა მიღწევებისა, ბლანმა უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ბლანის ყოფილი თანაგუნდელი დიდიე დეშამი. დეშამპის გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც დამარცხდა გერმანიასთან 0-1.