მორუ (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორუსამხრეთ სუდანის ეთნიკური ჯგუფი. მათი უმეტესობა ცხოვრობს დასავლეთ ეკვატორიის შტატში. იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 152 000 ადამიანს შეადგენს, რითიც ისინი სამხრეთ სუდანის სიდიდით მეათე ეთნიკური ჯგუფია. მორუს ხალხის გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც. მორუს ხალხი გამოირჩევა განათლების მაღალი დონით, მათგან ბევრი იღებს სამედიცინო განათლებას.

ტრადიციულად მორუს ხალხი მისდევდა მიწათმოქმედებას და არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა. ტომის მართვას ახორციელებენ ბელადები. მათი მთავარი როლია კონფლიქტების მოგვარება როგორც ოჯახებს ასევე კლანებს შორის. ტრადიციულად მათ დაპირისპირება ჰქონდათ ზანდებთან და კონგოდან შემოჭრილ მონებზე მონადირეებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ELIAS, Scopas Mägyä. (1996) Canon Ezra: My best friend in Sudan. Summer Institute of Linguistics
  • EVANS-PRITCHARD, E. E. (1938) 'A note on rain makers of the Moro clan' - MAN XXXVIII
  • FELKIN, W. (1883) 'Notes on the Madi or Moru Tribe.' Proceedings of the Royal Society of Edinburgh. 12. pp. 303–353.
  • FRASER, K. G. (1926) 'Witchcraft and Healing in the Moru Tribe.' in The Mission Hospital.