წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
ინგლ. Saint Helena, Ascension and Tristan da Cunha
დევიზი: «Come ye Blessed»
ჰიმნი: "Loyal and Unshakeable" (წმ. ელენე)
"Our faith is our strength" (ტრისტანი-და-კუნია)
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯეიმსტაუნი
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
ფართობი
 -  სულ 420 კმ2 
მოსახლეობა
 -  2016 აღწერა 5633 ად.[1] 
 -  სიმჭიდროვე 13,41 კაცი/კმ2 
ვალუტა წმინდა ელენეს ფუნტი
დროის სარტყელი UTC±00:00
Internet TLD .sh და .ac
სატელეფონო კოდი 1

წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია[2] (ინგლ. Saint Helena, Ascension and Tristan da Cunha) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, შედგება წმინდა ელენეს, ამაღლების და ტრისტან-და-კუნიას კუნძულების ჯგუფისგან, რომლებიც მდებარეობენ ატლანტის ოკეანეში, აფრიკის კონტინენტის სანაპიროს დასავლეთით. 2009 წლის 1 სექტემბრამდე ერქვა წმინდა ელენეს კუნძული და ტერიტორია (ინგლ. Saint Helena and Dependencies), რის შემდეგაც ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც ამ სამ კუნძულს თანაბარი უფლებები და სტატუსი მიენიჭა.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამივე კუნძული ერთმანეთისგან საკმაოდაა დაშორებული, აქ ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობდა და ეს კუნძულები უკაცრიელი დარჩა XVI საუკუნის დასაწყისამდე. 1501 წლის 25 მარტს გალისიელმა მეზღვაურმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა ამაღლების კუნძული, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1502 წლის 21 მარტს აღმოჩენილი იქნა წმინდა ელენეს კუნძული. უკიდურეს სამხრეთით არსებული კუნძულების ჯგუფი აღმოჩენილი იქნა 1506 წელს, პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ, სწორედ მათ უწოდეს ამ კუნძულებს ტრისტანი-და-კუნია.

1815 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კუნძულ წმინდა ელენეზე გადაასახლა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე. ნაპოლეონი დეპორტირებული იქნა 1815 წლის ოქტომბერში, მან აქ სიცოცხლის ბოლომდე, 1821 წლის 5 მაისამდე იცხოვრა. 1816 წლის 14 აგვისტოს ბრიტანელების მიერ ანექსირებული იქნა კუნძული ტრისტანი-და-კუნია. 1834 წელს წმინდა ელენე, ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა, 1981 წელს "ბრიტანეთის დამოკიდებული ტერიტორია", ხოლო 2002 წელს მას მიენიჭა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი.

კუნძულების გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია ატლანტის ოკეანეში

წმინდა ელენეს კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი კრატერი ზღვის დონიდან 818 მეტრამდე სიმაღლით. კლიმატი პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმსტაუნის რაიონში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.

წმინდა ელენეს კუნძულზე ჭარბობს მინდვრები და ბუჩქები, ხარობს სოჭი, ევკალიპტი, კვიპაროზი.

ამაღლების კუნძული — ვულკანური წარმოშობისაა, წარმოადგენს ჩამქრალი კრატერების პლატოს 858 მეტრამდე სიმაღლით (გრინის მთა). ის მდებარეობს წყალქვეშა ქედზე. კლიმატი ტროპიკულია. ნალექები მოდის 700—1000 მმ-მდე წელიწადში. კუნძული დაფარულია ბალახოვანი მცენარეულობით.

ტრისტან-და-კუნია — ოთხი ვულკანური კუნძულის ჯგუფი. კუნძული ტრისტანი-და-კუნია — ყველაზე დიდია და ფაქტობრივად წარმოადგენს დედოფალ მერის პიკზე მდებარე 2062 მეტრი სიმაღლის კონუსური ფორმის მძინარე ვულკანს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის აღწერის მონაცემებით ყველა კუნძულის საერთო მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5633 ადამიანს.[1] წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს 4534 ადამიანი, ხოლო ტრისტანი-და-კუნიას კუნძულზე 293 ადამიანი. ამაღლების კუნძულს არა ჰყავს მუდმივი მოსახლეობა, იქ ცხოვრობენ მხოლოდ სამხედროები და მოსამსახურეები თავიანთი ოჯახებით, რომელთა რაოდენობაა 806 ადამიანი: 556 მოსახლე წმინდა ელენეს კუნძულიდან, 250 ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

ეთნიკური შემადგენლობა: სენტელენელები — ინგლისელების, ნიდერლანდელების, პორტუგალიელების, ინდოელების, აფრიკელების; ჩინელების შთამომავლები.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად (გეოგრაფიულადაც) ტერიტორია დაყოფილია სამ ნაწილად, რომელთაგან თითოეულს მართავს საბჭო. ტერიტორიის გუბერნატორი ხელმძღვანელობს წმინდა ელენეს საკანონმდებლო საბჭოს, ხოლო ამაღლების და ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე ის წარმოდგენილია ადმინისტრატორებით, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ კუნძულების საბჭოებს.

ადმინისტრაციის
სახელი
ფართობი
(კმ²)
ფართობი
(კვ. მი)
მოსახლეობა[1]
(ად. 2016)
ადმინისტრაციული
ცენტრი
ISO კოდი
წმინდა ელენეს კუნძულის დროშა წმინდა ელენეს კუნძული 122 47 4534 ჯეიმზტაუნი SH
ამაღლების კუნძულის დროშა ამაღლების კუნძული 91 35 806 ჯორჯტაუნი AC
ტრისტანი-და-კუნიას დროშა ტრისტან-და-კუნია 207 80 293 ედინბურგის შვიდი ზღვა TA
სულ 420 162 5633 ჯეიმზტაუნი SH

კუნძულების ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დიდი ბრიტანეთის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც 2007 წელს შეადგენდა თითქმის $27 მილიონს ანუ სახელმწიფო წლიური ბიუჯეტის 70 %-ს. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია თევზჭერით, შინაური პირუტყვის შენახვით და კუსტარული ნაკეთობების გაყიდვით. სამუშაო ადგილები საკმაოდ ცოტაა, ამიტომ მოსახლეობის 25 % ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და სამუშაოს საძებნელად მიემგზავრება აღდგომის კუნძულზე, ფოლკლენდის კუნძულებზე და დიდ ბრიტანეთში. მონაცემების მიხედვით 1998 წლისთვის უცხოეთში მუშაობდა 1200 ადამიანზე მეტი.

კუნძულებზე მოჰყავთ ყავა, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული კულტურები, კარტოფილი; ამრავლებენ შინაურ საქონელს. განვითარებულია თევზჭერა, თევზთან ერთად ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე იჭერენ ჰომარებს.

ექსპორტი: სელი.

იმპორტი: სამრეწველო საქონელი, საწვავი.

ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია: დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]