ტელეგრაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Telegrafo.png

ტელეგრაფი (ბერძნულიდან τῆλε - შორი γρᾰ́φω - ვწერ) — მავთულებით სიგნალის გადაცემის საშუალება, კავშირგაბმულობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. ტელეგრაფია, როგორც სამეცნიერო-ტექნოლოგიური დისციპლინა, სწავლობს სატელეგრაფო კავშირის აგების პრინციპებსა და სატელეგრაფო სიგნალების გადაცემის ხერხებს, ქმნის ამ ხერხების სარეალიზაციო აპარატურას, აფასებს სატელეგრაფო არხებით ინფორმაციის გადაცემის ხარისხს.

ტელეგრაფია მოიცავს შემდეგ განყოფილებებს: სატელეგრაფო კოდებს; ბოლო პუნქტის სატელეგრაფო აპარატურას; სატელეგრაფო არხებსა და სატელეგრაფო ქსელებს.

ტელეგრაფიის განსაკუთრებული მიმართულება — ფოტოტელეგრაფია, რომელიც ისტორიულად მის ნაწილს შეადგენს სწავლობს ფაქსიმილური კავშირის პრინციპებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]