კანანგა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კანანგა
ფრანგ. Kananga
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ლულუის პროვინცია
კოორდინატები 5°53′49″ ს. გ. 22°26′55″ ა. გ. / 5.897000° ს. გ. 22.448833° ა. გ. / -5.897000; 22.448833
დაარსდა 1884
ადრეული სახელები ლულუაბურგი
ფართობი 743 კმ²
ცენტრის სიმაღლე 608
მოსახლეობა 1 061 181 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
კანანგა (ქალაქი) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კანანგა (ქალაქი)

კანანგა (ადრე ლულუაბურგი, ფრანგ. Kananga) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი. ლულუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 061 181 ადამიანს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელმა მოგზაურმა ჰერმან ფონ ვისმანმა 1884 წელს მდინარე ლულუას მარცხენა ნაპირზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც დღეისათვის კალანგა მდებარეობს, შექმნა ბანაკი[2]. მან ამ ადგილს მალანჯი უწოდა, რადგან მისი 400 დამხმარე და მტვირთავი წარმოშობით ანგოლის მალანჟეს პროვინციიდან იყვნენ. მოგვიანებით მის მახლობლად აშენდა სარკინიგზო სადგური, მაგრამ ის ააშენეს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც გადაინაცვლა ვისმანის ბანაკმა. ბანაკის ადრინდელ ადგილს დღემდე ჰქვია მალანჯი-მაკულუ (ანუ ძველი მალანჯი).

ბრიუსელის მრგვალი მაგიდის დროს, როგორც ეწოდებოდა ბელგიის კონგოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე მოლაპარაკებას[3], მიღებული იქნა გადაწყვეტილება დედაქალაქის კინშასიდან (მაშინ ლეოპოლდვილი) ქვეყნის ცენტრთან სიახლოვეს — კანანგაში (მაშინ ლულუაბურგი) გადატანის შესახებ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა ძალაში შესული, ალბერ კალონჟის მეთაურობით სამხრეთი კასაის რეგიონში არსებული სეპარატისტული განწყობილებების გამო. 1962 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელახლა აღადგინა კონტროლი აჯანყებულ რეგიონზე და კანანგა გახდა დასავლეთ კასაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

1966 წელს დასახელებების შეცვლის ფონზე მობუტუ სესე სეკომ ქვეყნის ბევრ ქალაქს გადაარქვა სახელი, რომლებსაც მანამდე ევროპული სახელები ერქვათ. შესაბამისად, ლეოპოლდვილი გახდა კინშასა, ხოლო ლულუაბურგი — კანანგა.

2006 წლის კონსტიტუციით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შედგება 25 პროვინციისაგან და დედაქალაქის ოლქისაგან (კინშასა)[4]. დასავლეთი კასაი დაიყო 2 პროვინციად. კანანგა გახდა ლულუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე კასაის შენაკად — მდინარე ლულუის სიახლოვეს, რკინიგზის ხაზის ილებო — ლუბუმბაშის გვერდით, ზღვის დონიდან 608 მეტრ სიმაღლეზე[5]. კანანგა მთავარი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრია; ქალაქში არსებობს მუზეუმი და აეროპორტი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანანგის კლიმატოგრამა. წითელი ხაზი — ტემპერატურა, ლურჯი — ნალექების რაოდენობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]