შვეულმფრენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშშ-ის AH-64 Apache ერაყში 2006 წლის 24 თებერვალს აშშ-ის ჯარისკაცებისთვის საჰაერო მხარდაჭერისას
აშშ-ის მოიერიშე AH-64 Apache ერაყში 2006 წლის 24 თებერვალს აშშ-ის ჯარისკაცებისთვის საჰაერო მხარდაჭერისას
საქართველოს საჰაერო ძალების Mi-24
სსძ-ის კუთვნილი რუსული წარმოების მოიერიშე Mi-24
CH-54 Tarhe-ს მიაქვს CH-47 Chinook
სიკორსკის ავიაკომპანიის მიერ დაპროექტებულ მძიმე ტვირთამწეობის CH-54 Tarhe-ს მიაქვს CH-47 Chinook

შვეულმფრენი — როტორიანი თვითმფრინავის ნაირსახეობა, სადაც ამწევი და მამოძრავებელი ძალები იქმნება როტორების მიერ. ეს აძლევს შვეულმფრენს ვერტიკალურად აფრენა-დაჯდომის, ცაში ლივლივის, წინ, უკან და გვერდულად ფრენის საშუალებას. მისი ეს თვისებები საშუალებას იძლევა, შვეულმფრენს დაევალოს მისიები მჭიდროდ დასახლებულ ან იზოლირებულ ადგილებში, სადაც უძრავფრთიანი ან სხვა სახის ვერტიკალურად ასაფრენი და დასაჯდომი ტიპის თვითმფრინავი ვერ შეასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი მოდელები უპირატესობას ანიჭებდნენ ერთზე მეტ მთავარ როტორიან შვეულმფრენებს, ერთ როტორიანი შვეულმფრენი მმართველი როტორით კუდზე გახდა ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი კონფიგურაცია. შვეულმფრენები ორძრავიანი როტორთა ტანდემით ასევე გავრცელებულია მათი მძიმე ტვირთამწეობის გამო. დღეს კოაქსიალური, ჰიბრიდული და კონვერტოპლანის ტიპის შვეულმფრენთაგან ყველას ხილვა შესაძლებელია ცაში.

ისტორია[რედაქტირება]

წარმოების დაბადება[რედაქტირება]

შვეულმფრენები შეიმუშავეს და განავითარეს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. პირველი ოთხ როტორიანი შვეულმფრენები, შექმნილი 1907 წელზე ადრე საფრანგეთში, და მათი მსგავსი მულტიროტორიანი შვეულმფრენები შეიმუშავეს სპეციალური მიმართვის საფუძველზე, როგორც უპილოტო საფრენი აპარატები. გერმანელი ავიაკონსტრუქტორის ჰენრიხ ფორკეს მიერ შექმნილი Fw 61 იყო პირველი მუშა შვეულმფრენი, რომელმაც 1936 წლის 26 ივნისს განახორციელა პირველი ფრენა. Fw 61-მა მოხსნა შვეულმფრენების მიერ მანამდე დამყარებული ყველა რეკორდი, აჩვენა რა ფრენის ისეთი რეჟიმი, რომელიც მანამდე მხოლოდ ავტოჟირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. შვეულმფრენის ზოგიერთი მოდელი შეზღუდული იყო წარმოების საზღვრებით, მაგრამ ეს იყო 1942 წლამდე, როდესაც იგორ სიკორსკის მიერ დაპროექტებულმა შვეულმფრენებმა სრულ მასშტაბიან წარმოებას მიაღწიეს,[1] 131 შვეულმფრენი იქნა შექმნილი.[2] მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანია შვეულმფრენების შეზღუდულ რაოდენობას იყენებდა დაკვირვების, სატრანსპორტო და სამედიცინო ევაკუაციის მიზნებისთვის. ხშირმა დაბობვამ გაერთიანებული კოალიციის მხრიდან შეაფერხა შვეულმფრენების წარმოება გერმანიაში.

აშშ-ში რუსული წარმოშობის ინჟინერმა იგორ სიკორსკიმ და უ. ლოურენს ლეპაჟმა დაასრულეს აშშ-ის პირველ სამხედრო შვეულმფრენზე მუშაობა. ლეპაჟმა პატენტი მიიღო Fw 61-ის ნიმუშის მიხედვით შვეულმფრენების წარმოებაზე და შექმნა XR-1.[3] სიკორსკი კი უფრო მარტივ ერთ როტორიან დიზაინზე მუშაობდა, რის შედეგადაც მიიღო VS-300, რომელიც აღმოჩნდა პირველი პრაქტიკული ერთ როტორიანი შვეულმფრენი და პოტენციურად საუკეთესოდ მფრენი საბჭოთა TsAGI 1-EA-ის შემდეგ, რომელმაც თავისი ფრენა, დაახლოებით, ათი წლით ადრე განახორციელა. წაღმა-უკუღმა მბრუნავ მთავარ როტორზე ექსპერიმენტების შემდეგ, სიკორსკი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ კუდზე დაამონტაჟებდა პატარა მმართველ როტორს.

გაუჯობესებული და დაფუძნებული VS-300-ზე, სიკორსკის R-4 იყო პირველი ფართომასშტაბიანი მასობრივი წარმოების შვეულფრენი, დაახლოებით 100 ერთეულის ოდენობით იქნა გამოშვებული. მეორე მსოფლიო ომში R-4 ასრულებდა სამაშველო ოპერაციებს ბირმაში, ალასკაში და სხვა რეგიონებში და უხეშ რელიეფებზე, ექსკლუზიურად მხოლოდ ანტიჰიტლერული კოალიციისთვის. R-4-ის წარმოების საერთო რაოდენობამ 131 ერთეული შეადგინა, ვიდრე ის არ ჩანაცვლდა სიკორსკის სხვა შვეულმფრენებით, როგორებიცაა R-5 და R-6. საერთო ჯამში, სიკორსკიმ აწარმოა 400-ზე მეტი შვეულმფრენი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.[4]

სანამ სიკორსკი და ლეპაჟი მუშაობდნენ სამხედრო შვეულმფრენების განვითარებაზე, კორპორაციამ Bell Aircraft დაიქირავა არტურ მიდლტონ იანგი, რათა დახმარებოდა მას მისი ორ ბოლოიანი ბალანსირებადი როტორის მოდელის შექმნაში, რომელიც იყენებდა შეწონილ, ბოლოების მიმართ 90°-ით დამონტაჟებულ სტაბილიზირების ფირფიტას. შემდგომმა მოდელმა, Bell 30, აჩვვენა როგორც კონსტრუქციის, ასევე მისი გამოყენების სიმარტივე. კორპორაციამ ეს მოდელი განავითარა და აქცია Bell 47-ად, რომელიც გახდა პირველი სერტიფიცირებული შვეულმფრენი სამოქალაქო გამოყენებისთვის აშშ-ში. რამდენიმე ქვეყანაში წარმოებული Bell 47 იყო ყველაზე პოპულარული შვეულმფრენი სამი ათწლეულის განმავლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Munson, Kenneth (1968). Helicopters and other Rotorcraft since 1907. London: Blandford Publishing. ISBN 978-0-7137-0493-8. 
  • Francillon, René J. (1997). McDonnell Douglas Aircraft since 1920, Volume II, London: Putnam. ISBN 0-85177-827-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Munson (1968)
  2. Hirschberg, Michael J.; Dailey, David K. (7 ივლისი, 2000). "Sikorsky", US and Russian Helicopter Development In the 20th Century. American Helicopter Society, International. წაკითხვის თარიღი: 22.05.214. 
  3. Francillon (1997)
  4. Day, Dwayne A.. (2003)Igor Sikorsky – VS 300. Centennial of Flight Commission. წაკითხვის თარიღი: 09.09.2007.