კარისიმბი
იერსახე
კარისიმბი | |
---|---|
![]() ვულკანი კარისიმბი | |
კოორდინატები: 1°30′00″ ს. გ. 29°27′00″ ა. გ. / 1.50000° ს. გ. 29.45000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 4507 მ |
ქედი | ვირუნგის მთები |
ბოლო ამოფრქვევა | ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8050 წელი |
კარისიმბი (ფრანგ. Mont Karisimbi) — ჩამქრალი ვულკანი ვირუნგის მთების ვულკანურ ჯაჭვში და რუანდის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 4507 მეტრს[1] — მთის ჯაჭვის 8 მწვერვალიდან ყველაზე უფრო მაღალი, რომელიც დიდი რიფტული ხეობის ნაწილია.
დასახელება სავარაუდოდ წარმოშობილია სიტყვისგან ისიმბი, რაც რუანდის ენაზე ნიშნავს „პატარა თეთრი ნიჟარა“. ეს მინიშნებაა თეთრ თოვლის ქუდზე, რომელიც ზოგჯერ დევს მაღალ ვულკანზე.
კარისიმბისა და ფისოკეს შორის მდებარეობს კარისოკეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (Karisoke Research Center). იქ 1967 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1985 წელი) ცხოვრობდა დაიან ფოსი, რომელიც სწავლობდა მთის გორილებს, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონში ცხოვრობენ.