შინაარსზე გადასვლა

ბეირა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეირა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ბეირა
პორტ. Beira

ბეირას ცენტრალური ნაწილი
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია სოფალის პროვინცია
კოორდინატები 19°50′00″ ს. გ. 34°51′00″ ა. გ. / 19.83333° ს. გ. 34.85000° ა. გ. / -19.83333; 34.85000
დაარსდა 1887
ფართობი 633 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14[1]
მოსახლეობა 436 240 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 689,16 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 2100
ოფიციალური საიტი http://municipiobeira.gov.mz/
ბეირა — მოზამბიკი
ბეირა

ბეირა (პორტ. Beira) — ქალაქი მოზამბიკში. სოფალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 436 240 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები). ბეირის პორტი მოზამბიკში მესამეა ტვირთბრუნვის სიდიდით, მაპუტუსა და ნაკალას პორტების შემდეგ. არსებობს აეროპორტი. ბეირიდან აფრიკის კონტინენტის სიღრმეში გადის სარკინიგზო ხაზი ჰარარემდე.

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეირა მდებარეობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქი ააგეს მდინარე პუნგვეს დელტის დამშრალი ჭაობების ადგილას. კლიმატი აქ არის ცხელი და მშრალი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ოქრომბრიდან თებერვლის ჩათვლით. არსებობს მალარიის საშიშროება.

ისტორია და ეკონომიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წელს ბეირას ადგილას ააგეს პორტუგალიური ფორტი, რომლის გარშემოც წარმოიქმნა დასახლება. 1891 წელს აქ მდებარეობდა პორტუგალიური მოზამბიკური კომპანიის შტაბ-ბინა. მხოლოდ 1942 წელს გადაეცა ბეირა პორტუგალიურ კოლონიალურ ადმინისტრაციას მმართველობის ქვეშ. 1975 წელს მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქალაქის მიდამოებში მიმდინარეობდა სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლები სამთავრობო ძალებსა და რენამოს ოპოზიციურ მოძრაობას შორის, რომელსაც ბეირასა და ოფალის პროვინციაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ამ წლებში — მოზამბიკში საბჭოური გავლენის წლებში — ბეირაში, როგორც ქალაქში, ასევე პორტში, საბჭოთა სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მშენებლობები.

ქალაქის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა პორტის მომსახურება და ვაჭრობა. ბეირის საპორტე ნაგებობები აკმაყოფილებდა არა მხოლოდ სოფალისა და მოზამბიკის ახლო უბნების მოთხოვნილებების, არამედ მათი გავლით ხდებოდა ძირითადი შიგასავაჭრო ბრუნვა ზამბიაში, ზიმბაბვესა და მალავიში. ქალაქში ასევე არის ნავთობგადამამუშავებელი და კვების მრეწველობის წარმოებები.

ბეირის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კათოლიკური ეკლესია, რომელიც პორტუგალიელებმა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში. ეს არის ევროპელების მიერ აფრიკის კონტინენტზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შენობა. ტაძარი აგებულია ყოფილი პორტუგალიური სიმაგრის, სან-გაეტანოს ქვებისგან, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული.

ბეირაში ასევე მუშაობს კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც დააარსეს 1996 წელს.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 436 240 ადამიანს.

წელი მოსახლეობა
1970 113 770
1980 230 744
1997 412 588
2007 436 240

ცნობილი მაცხოვრებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Beira, Mozambique Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-31.