შინაარსზე გადასვლა

უბანგიური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უბანგიური ენები — აერთიანებს დაახლოებით 70 ენას, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეთნიკური ჯგუფების მიერ. ამ ნებზე დაახლოებით 2–3 მილიონი ადამიანი საუბრობს. მათ შორის არის ერთი ეროვნული ენა სანგო. ეს ენათა ოჯახი მიეკუთვნება ნიგერ-კონგოს ენებს.

1963 წელს გრინბერგმა იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი უბანგური ენების ოჯახი შეიყვანა ნიგერ-კონგოს ენებში და მიაკუთვნა ადამავას ენებს, როგორც "დასავლეთადამავური". უბანგური ენები მალევე გადაიტანეს ნიგერ-კონგოს სავანურ ენებში.[1] 2008 წელს წარმოიშვა მოსაზრება, რომ უბანგური ენები შეიძლება საერთოდ არ ეკუთვნოდნენ ნიგერ-კონგოს ენებს და ცალკე ენათა ოჯახს წარმოადგენდნენ.[2]

ვილიამსონის და ბლენჩის 2000 წლის მიხედვით უბანგიური ენები იყოფა შემდეგნაირად:

უბანგიური 

ბანდა

ნგბანდი

 სერე‑მბა 

სერე

 ნგბაკა‑მბა 

ნგბაკა

მბა

  • Yves Moñino, 1988, Lexique comparatif des langues oubanguiennes
  1. Williamson, Kay & Blench, Roger (2000) 'Niger–Congo', in Heine, Bernd & Nurse, Derek (eds.) African languages: an introduction, Cambridge: Cambridge University Press.
  2. Gerrit Dimmendaal (2008) "Language Ecology and Linguistic Diversity on the African Continent", Language and Linguistics Compass 2/5:841.