პრანწია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრანწია


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Vanellus vanellus
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22693949
Vanellus vanellus

პრანწია (Vanellus vanellus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. პრანწიას სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 200 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ზამთრობს ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას (მარტი, ოქტომბერი), ნაწილი ზამთრობს, მეტწილად კოლხეთის დაბლობზე. ბუდობს ბალახიან ჭაობებზე, ველ-მინდვრებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 4 კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი, 27-29 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, წვრილი უხერხემლოებით, ზოგჯერ მარცვლეული კულტურებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]