მიოცენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიოცენური ასაკის ფაუნა

მიოცენი (სიმბოლო MI[1]; ბერძნ. méion – ნაკლები და kainós – ახალი) — ნეოგენური პერიოდის ეპოქა; დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი. დაიწყო 23,03 მლნ. წლის წინ და დასრულდა 5,332 მლნ. წლის უკან. მოსდევს პლიოცენს, წინ უსწრებს ოლიგოცენს. პლიოცენთან შედარებით, მიოცენი შეიცავს 18%-ით ნაკლებ თანამედროვე ზღვის უხერხემლოების სახეობებს. ტერმინის ავტორია ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ლაიელი, რომელმაც შემოგვთავაზა მესამეული სისტემის დაყოფა 4 გეოლოგიურ ეპოქად. მიოცენში კონტინენტები აგრძელებდნენ მოძრაობას მათი თანამედროვე განლაგების მხარეს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის არსებული ყელი მიოცენში არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა სამხრეთი ამერიკა უახლოვდებოდა წყნარ ოკეანეში არსებულ სუბდუქციის დასავლეთ ზონას, რომელმაც გამოიწვია ანდების მთების აზევება და სვლა სამხრეთისაკენ, რასაც მოჰყვა მეზო-ამერიკის ნახევარკუნძულის გაფართოება.

მთის ნაგებობები ვრცელდებოდა ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთით, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში. იმ პერიოდში ინდოეთი აგრძელედბდა აზიასთან შეჯახებას, რასაც თან სდევდა სრულიად ახალი მთათა სისტემების ჩამოყალიბება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Geologic Age Symbol Font (StratagemAge). USGS. წაკითხვის თარიღი: 2011-06-22.