შინაარსზე გადასვლა

ჰარვარდის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარვარდის უნივერსიტეტი
დევიზი Veritas (ლათინური)[1]
დაფუძნდა 8 სექტემბერი, 1636
ატარებს სახელს ჯონ ჰარვარდი
დამფუძნებელი (-ები) მასაჩუსეტსის გენერალური სასამართლო
ტიპი კერძო კვლევითი უნივერსიტეტი
ფონდები $53.2 მილიარდი (2021)[2]
რექტორი ალან გარბერი
თავმჯდომარე Alan Garber
პრეზიდენტი ლოურენს ბაკოუ
სტუდენტი 24 555[3]
მისამართი Massachusetts Hall, Cambridge, MA, 02138[4]
ქალაქი კემბრიჯი (მასაჩუსეტსი)
შტატი მასაჩუსეტსი
ქვეყანა შეერთებული შტატები
ფერები      მეწამული[5]
მეტსახელი Harvard Crimson
კავშირები აივი ლიგა, ORCID[6] [7] , ციფრული ბიბლიოთეკების ფედერაცია[8] , სამეცნიერო ბიბლიოთეკების ასოციაცია[9] , IIIF კონსორციუმი[10] , Coalition of Open Access Policy Institutions[11] , Consortium of Social Science Associations[12] , arXiv[13] , Northeast University Semiconductor Network, The Research Collections And Preservation Consortium[14] , Association of American Universities[15] [16] , Association of American Colleges and Universities[17] , American Council on Education[18] , National Humanities Alliance[19] , Higher Education Leadership Initiative for Open Scholarship[20] , ქსელური ინფორმაციის კოალიცია[21] , Center for Research Libraries[22] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[23] , Massachusetts Nonprofit Network[24] და სამთავრობო ურთიერთობების საბჭო[25]
თილისმა John Harvard
საფასური 75[26] და 46 340[27]
კარნეგის კლასიფიკაცია სადოქტორო უნივერსიტეტები: ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობა[28] , majority graduate[28] , arts & sciences focus, high graduate coexistence[28] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[28] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[28] და four-year, large, highly residential[28]
აფილაცია National Association of Independent Colleges and Universities
Map
harvard.edu

ჰარვარდის უნივერსიტეტი (ინგლ. Harvard University) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს, როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი. ჰარვარდის უნივერსიტეტი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია შეერთებულ შტატებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში.

XIX საუკუნემდე კოლეჯი პრივილეგიური საშუალო სკოლა იყო, სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს. XIX საუკუნის I მეოთხედში გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი, შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650 კოლეჯი რეორგანიზებულ იქნა და ჰარვარდის უნივერსიტეტად. XIX საუკუნის შუა წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტი კულტურულ ცენტრად იქცა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი უნივერსიტეტის პრეზიდენტად ამერიკელი პედაგოგის ჩ. ელიოტის ყოფნის დროს (1869-1909).

ჰარვარდის უნივერსიტეტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კურსდამთავრებული, ფაკულტეტის წევრი და მკვლევარი, რომლებმაც მიიღეს ნობელის პრემია (161) და ფილდზის მედლები (18). აგრეთვე ყველაზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც იყვნენ აშშ-ს კონგრესის წევრები, მაკარტურის, როდსის (375) და მარშალის (255) სტიპენდიანტები ვიდრე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს აშშ-ში.[29] უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან აშშ-ს 8 პრეზიდენტი და 188 ცოცხალი მილიარდელი. ეს ყველაზე დიდი ციფრია ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელს შორის. კურსდამთავრებულებმა მიიღეს 10 ოსკარი, 48 პულიცერის პრემია და 110 ოლიმპიური მედალი (46 ოქრო). მათი დაარსებულია უამრავი ცნობილი კომპანია.

ჰარვარდი ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კერძოდ, 2003 წლიდან სათავეში უდგას Academic Ranking of World Universities (ARWU)-ის, 2011 წლიდან THE World Reputation Rankings-ის, 2004-2009 წლებში THE-QS World University Rankings-ის სიას. 2013 წლის გამოკითხვის თანახმად ჰარვარდი მეორე ადგილს იკავებს მოსწავლეებსა და მშობლებს შორის საოცნებო სასწავლებლებს შორის.

ქართველოლოგიის პროგრამა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის (საქართველოს შემსწავლელი) პროგრამა 2022 წლის თებერვალში ამოქმედდა. პროექტის ინიციატორი იყო პროფესორი სტივენ ჯონსი, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამნახევარწლიან პერიოდზე 2.4 მილიონ დოლარამდე ოდენობის სახელმწიფო გრანტი გამოყო. ინიციატივა სამ ძირითად კომპონენტს ემყარებოდა: სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, აკადემიურ სწავლებასა და სტიპენდიებს. მისი მთავარი მიზანი ჰარვარდში საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელება, გაღრმავება და საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება იყო.[30]

2022 წლიდან 2026 წლის შუა რიცხვებამდე — ჯერ სტივენ ჯონსის, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან ნათია ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით — პროგრამის ხელშეწყობით საქართველოდან ჰარვარდში 25-ზე მეტმა ქართველმა მკვლევარმა გაიარა კვლევითი სტაჟირება. უნივერსიტეტის კამპუსზე ამოქმედდა ქართული ენის სწავლება, რომელშიც ჰარვარდის გარდა ბრაუნის, MIT-ისა და ტაფტსის უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მოეწყო ჰარვარდელების ორი სასწავლო ტური საქართველოში, საფუძველი ჩაეყარა დიასპორის კვლევისა და ზეპირი ისტორიების პირველ არქივს, ხოლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ შეიძინა 1743 წელს დაბეჭდილი პირველი ქართული ბიბლია.[30]

2026 წლის შუა რიცხვებში დევისის ცენტრში პროგრამა ოფიციალურად შეჩერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს განათლების სამინისტრომ უარი თქვა მომდევნო 3 წელზე გრანტის გაგრძელებაზე. სამინისტრომ მიზეზად ჰარვარდის მხრიდან სტრატეგიული ხედვისა და ანგარიშგების ნაკლებობა დაასახელა, თუმცა პროგრამის ხელმძღვანელობამ ეს ბრალდება უარყო და განმარტა, რომ უწყებას 45-გვერდიანი დეტალური ანგარიში წარედგინა, ხოლო უარის რეალური საფუძველი აკადემიურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ნების არარსებობა იყო. პროფესორ სტივენ ჯონსის მცდელობამ, მოეზიდა ალტერნატიული დაფინანსება ქართული ბიზნესსექტორისა და ბანკებისგან, შედეგი ვერ გამოიღო. ენის კურსზე სტუდენტთა მინიმალური რაოდენობის (10 სტუდენტი) ვერმოგროვებამ და ბიუროკრატიულმა ბარიერებმა პროცესი საბოლოოდ დაახურა, თუმცა ქართველი მკვლევრები მუშაობის გაგრძელებას ჰარვარდის კენედის სკოლასა და სხვა ცენტრებში ახალი პროექტების სახით გეგმავენ.[30]

კურსდამთავრებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქსე, ტ. 11, გვ. 603, თბ., 1987


  1. ↑ Samuel Eliot Morison (1968). The Founding of Harvard College. Harvard University Press, გვ. 329. ISBN 978-0-674-31450-4. 
  2. ↑ Ma, Virginia. Harvard's Endowment Soars to $53.2 Billion, Reports 33.6% Returns. ციტირების თარიღი: October 14, 2021
  3. ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
  4. ↑ Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  5. ↑ Harvard at a Glance. Harvard University. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 23, 2015. ციტირების თარიღი: December 26, 2019
  6. ↑ ORCID — 2012. — ed. size: 11496507
  7. ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  8. ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
  9. ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
  10. ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  11. ↑ https://web.archive.org/web/20180821133826/https://sparcopen.org/coapi/members/
  12. ↑ https://www.cossa.org/members/
  13. ↑ Our Members / Tier 1
  14. ↑ https://recap.princeton.edu/
  15. ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
  16. ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
  17. ↑ https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
  18. ↑ https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
  19. ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
  20. ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
  21. ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  22. ↑ https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
  23. ↑ https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
  24. ↑ https://web.archive.org/web/20240322080847/https://massnonprofitnet.org/mnn-members/
  25. ↑ https://www.cogr.edu/cogr-membership-list
  26. ↑ https://college.harvard.edu/admissions/application-requirements
  27. ↑ https://www.thecrimson.com/article/2018/3/26/harvard-college-costs-rises-three-percent/
  28. 1 2 3 4 5 6 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  29. ↑
  30. 1 2 3 ნინო ჩიჩუა (21 August 2026). „ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა შეჩერდა“. ნეტგაზეთი. Netgazeti. ციტირების თარიღი: 23 August 2026.