მბუჟი-მაიი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქალაქი | ||
---|---|---|
მბუჟი-მაიი ფრანგ. Mbuji-Mayi | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
პროვინცია | აღმოსავლეთ კასაის პროვინცია | |
კოორდინატები | 6°10′22″ ს. გ. 23°36′11″ ა. გ. / 6.1730083° ს. გ. 23.6031444° ა. გ. | |
დაარსდა | 1914 | |
ადრეული სახელები | ბაკვანგა | |
ფართობი | 135 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 549 მ | |
მოსახლეობა | 1 559 073 კაცი (2010) | |
სიმჭიდროვე | 14 062,23 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+1 | |
| ||
მბუჟი-მაიი (ფრანგ. Mbuji-Mayi, 1966 წლამდე — ბაკვანგა) — ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აღმოსავლეთ კასაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქი (კინშასის და ლუბუმბაშის შემდეგ), ალმასების მოპოვების მთავარი ცენტრი.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე სანკურუზე, ზღვის დონიდან 549 მეტრ სიმაღლეზე[1]. არსებობს აეროპორტი, რომელიც იღებს რეგულარულ რეისებს კინშასიდან და ლუბუმბაშიდან.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 559 073 ადამიანს[2].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1960 წლის 8 აგვისტო — ქალაქი ბაკვანგა (მბუჟი-მაიი) გამოცხადდა სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის — სამხრეთი კასაის დედაქალაქად.
- 1997 წლის 5 აპრილი — ქალაქი დაიპყრეს ლორან-დეზირე კაბილას აჯანყებულებმა.
- კონგოს მეორე ომის წლებში (1998—2002 წლები) მოძრაობა კონგოს დემოკრატიისათვის აჯანყებულები ასევე ცდილობდნენ დაეკავებინათ ქალაქი, რომელსაც იცავდა იმ დროს უკვე ქვეყნის პრეზიდენტად გამხდარ ლორან-დეზირე კაბილას მხარდამჭერი 13 ათასი ზიმბაბველი ჯარისკაცი[3]. 2000 წლის 20 ნოემბერს აჯანყებულებმა ქალაქის შემოგარენში გაანადგურეს მაიორ სტეფან მადეზოკორეს ზიმბაბვის ბატალიონი[4], თუმცა იმავე რაიონში ბრძოლის შესახებ ინფორმაცია (კაბინდის პროვინცია) მოდიოდა 1999 წლის 11 ივლისსაც[5].
- 2002 წლის სექტემბერში ქალაქიდან დაიწყო ზიმბაბვეს ჯარის გასვლა[6].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Mbuji-Mayi, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
- ↑ World Gazetter: Congo (Dem. Rep.) — largest cities (per geographical entity). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
- ↑ Africa’s Diamond Wars Force UN To Innovate[მკვდარი ბმული]
- ↑ Congo rebels attack Zimbabwean troops
- ↑ Zimbabwean troops and rebels struggle for control of diamond mines
- ↑ Zimbabwe Begins Withdrawing Troops from DRCongo Diamond-Mining Town
|