მამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მამბა
Eastern Green Mamba 02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
გვარი:  მამბა
ლათინური სახელი
Dendroaspis

მამბა (ლათ. Dendroaspis) — შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. გვარში 4 (სხვა მონაცემებით 5) სახეობაა; გავრცელებულია აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. მათი სხეულის სიგრძე 2-4 მ. აღწევს, შეფერილია მწვანედ (არსებობს შავი მამბაც Dendroaspis polylepis). ბინადრობენ ხეებზე, გვხვდება ბუჩქებსა და მიწაზე. მრავლდებიან კვერცხით, იკვებებიან ფრინველებით, ხვლიკებით, მღრღნელებით. ქვედა ყბაზე წინა 2 კბილი ეხმარება მსხვერპლის ჰაერშივე დაჭერაში. აქვთ მეტად ძლიერი შხამი, რომელიც წვრილ ცხოველებს რამდენიმე წამში კლავს, ადამიანს კი — ნახევარ საათში. ცნობილია ადამიანთა მსხვერპლის მრავალი შემთხვევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]