კისანგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კისანგანი
ფრანგ. Kisangani
Kisangani Market.jpg
გერბი
Kisangani Ville.png

ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ჩოპოს პროვინცია
კოორდინატები 0°31′00″ ჩ. გ. 25°12′00″ ა. გ. / 0.51667° ჩ. გ. 25.20000° ა. გ. / 0.51667; 25.20000
დაარსდა 1883
ადრეული სახელები სტენლივილი
ცენტრის სიმაღლე 447
მოსახლეობა 935 977 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
კისანგანი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კისანგანი

კისანგანი (1966 წლამდე — სტენლივილი, ფრანგ. Kisangani) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩოპოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1883 წელს ჰენრი მორტონ სტენლის მიერ. თავდაპირველად ქალაქს ერქვა სტენლივილი.

1961 წელს კონგოს კრიზისის დროს სტენლივილში მდებარეობდა პატრის ლუმუმბას ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციური დაჯგუფების მობუტუ სესე სეკოს შტაბი. 1964 წელს სტენლივილში ბელგიელი პარაშუტისტების ძალებით თეთრკანიანი მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც ტყვედ აიყვანეს სიმბას მოძრაობის შავკანიანმა აჯანყებულებმა, ჩატარდა ოპერაცია «წითელი დრაკონი». კონგოს მეორე ომის დროს ქალაქი გახდა საბრძოლო მოქმედებების არენა. 1998 წლის 23 აგვისტოს კისანგანი დაიპყრო მოძრაობა კონგოს დემოკრატიისათვის აჯანყებულებმა[1], რომლებმაც აქ 1999 წელს განალაგეს საკუთარი რეზიდენცია. 2002 წლის 14 მაისს მოხდა სისხლისღვრა კისანგანიში — ომის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი მოვლენა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტი მდინარე კონგოზე, ბოიომის ჩანჩქერის ქვემოთ. მდებარეობს 324 კმ-ით სამხრეთით ქალაქ ბუტადან, 572 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ისიროდან და 696 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბუნიადან, ზღვის დონიდან 447 მეტრ სიმაღლეზე[2].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 868 672 ადამიანს[3].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებობს სარკინიგზო ვაგზალი, უნივერსიტეტი და საერთაშორისო აეროპორტი. კისანგანიში მდებარეობს უნივერსიტეტი, რეგიონალური მუზეუმი. კისანგანი — სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია, ხდება სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის პირველადი გადამუშავება (ბრინჯის და ბამბის). ქალაქში არსებობს კვების, საფეიქრო, ქიმიური მრეწველობის; ხის გადამამუშავებელი, სამშენებლო მასალების დამამზადებელი საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]