მბანდაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მბანდაკა
ფრანგ. Mbandaka
Stadsaanzichten f.JPG
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
[[პროვინცია]] ეკვატორიალური პროვინცია
კოორდინატები 0°04′00″ ჩ. გ. 18°16′00″ ა. გ. / 0.06667° ჩ. გ. 18.26667° ა. გ. / 0.06667; 18.26667
დაარსდა 1883
ადრეული სახელები კოკიიავილი
ფართობი 460 კმ²
ცენტრის სიმაღლე 306
მოსახლეობა 345 663 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 751,44 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
მბანდაკა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მბანდაკა

მბანდაკა (1886—1966 წლებში — კოკიიავილი, ფრანგ. Mbandaka) — ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეკვატორიალური პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე კონგოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ჩუაპასთან შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 306 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქში არსებობს აეროპორტი, ამას გარდა ის წყლის გზებით დაკავშირებულია კინშასასთან და ბოენდესთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 წელს ჰენრი მორტონ სტენლიმ დააარსა ქალაქი და მას დაარქვა ეკუატერვილი, რადგანაც ის მდებარეობს სულ რაღაც 4 კმ-ით ჩრდილოეთით ეკვატორიდან. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ახალი ქალაქი გახდებოდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი, მაგრამ ეს გეგმა ვერ შესრულდა. გეგმა მოიცავდა ინფრასტრუქტურას დაახლოებით 100 000 ადამიანზე, რკინიგზის სადგურს, კათოლიკურ ეკლესიას, გუბერნატორის რეზიდენციას და მომავალში ამ ადგილების მოსანახულებლად ჩამოსული ბელგიის მეფის სასახლეს[2].

1886 წელს ბელგიის კოლონიალურმა ხელისუფლებამ ქალაქს სახელი შეუცვალა და დაარქვა კოკიიავილი და მხოლოდ 1966 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მას დაარქვა მბანდაკა. 1930-იან წლებში ბელგიის ხელისუფლება აქტიურად ანვითარებდა ქალაქს: მდინარეზე დაიწყო ხიდის მშენებლობა, ასევე აშენდა რამდენიმე ფაბრიკა, ქალაქის რატუშა. რატუშის მშენებლობა დამთავრდა მხოლოდ 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. რატუშის სიმაღლემ შეადგინა 39 მეტრი, რითაც ის გახდა ბელგიის კონგოს ყველაზე უფრო მაღალი შენობა. რატუშის ზემოთ იდგა მეფე ლეოპოლდ II-ის სტატუა. ქალაქის რატუშა დაინგრა 1963 წლის ხანძრის დროს[3].

2009 წლის ბოლოს მბანდაკაში დაიწყო ომი მტრულად განწყობილ კლანებს შორის. აჯანყებულებს შორის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა 200 ადამიანი. წლის ბოლოს მდგომარეობა ცოტათი დაცხრა, მაგრამ 2010 წლის დასაწყისში მბანდაკაში ადგილობრივ მმართველ კლანებს შორის ხელმეორედ განახლდა ომი.

2010 წლის 4 აპრილს კონგოელმა აჯანყებულებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე. მიუხედავად მათ მიმართ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და გაეროს სამშვიდობო ძალების ჯარების მიერ წინააღმდეგობის გაწევისა, აჯანყებულები შეიჭრნენ ქალაქის სიღრმეში და დაიკავეს ადგილობრივი აეროპორტი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 345 663 ადამიანს[4]. მბანდაკის მოსახლეობაში შეინიშნება ბევრი რელიგიის მიმდევარი. ქალაქის ქუჩებში შეიძლება გავიგონოთ ლინგალას, მონგოს და ფრანგული ენები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mbandaka, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. წაკითხვის თარიღი: 2014-01-25.
  2. Le Congo: de la colonisation belge à l’indépendance, Auguste Maurel, page 94-95
  3. Le Congo: de la colonisation belge à l’indépendance, Auguste Maurel, page 153—155
  4. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 17, 2013.