ნიირაგონგო
ნიირაგონგო | |
---|---|
ნიირაგონგო | |
კოორდინატები: 1°31′00″ ს. გ. 29°15′00″ ა. გ. / 1.51667° ს. გ. 29.25000° ა. გ. | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სიმაღლე | 3470 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1443 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 22 მაისი, 2021 – დღემდე |
ნიირაგონგო (ფრანგ. Nyiragongo) — მოქმედი ვულკანი ვირუნგის მთების ვულკანთა ჯგუფში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კივუს ტბის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3470 მეტრი. წაკვეთილი კონუსის ფორმისაა, აქვს 1,2 კილომეტრიანი დიამეტრის წრიული კრატერი, რომლის ფსკერზე ცეცხლოვან-თხიერი ლავის ტბაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე ორი ძველი გვერდითი კრატერია. 1927 წლიდან ნიირაგონგო განუწყვეტლივ აქტიურია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 424.
|