წვიმა
წვიმა — თხევადი ატმოსფერული ნალექი, რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მმ და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს კომპონენტს. გარდა ამისა, ეკოსოსტემის სახეობებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს. წვიმის წყალი მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰიდროელექტოსადგურებისა და ირიგაციისთვის. წვიმა, როგორც წესი, შერეული ტიპის, უმთავრესად ფენა-წვიმისა და მაღალი ფენა ღრუბლებიდან მოდის. წვიმის წარმოშობის მთავარი მიზეზია სინოტივე, რომელიც გაივლის ტემპერატურისა და სინოტივის კონტრასტების სამგანზომილებიან ზონას, რომელსაც ატმოსფეროს ფრონტს უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ზედაპირს სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქომე ჰაერის ორ მასას შორის.
ვაიალეალე (1544 მ, ჰავაის კუნძულები) წვიმის სახით საშუალოდ იღებს 11 700 მმ ნალექს; ეს არის დედამიწაზე არსებული ყველაზე ნოტიო ადგილი. მეორე მნიშვნელოვანი ნალექიანი პუნქტია ინდოეთში მდებარე ჩერაპუნჯი, რომელიც იღებს 11 430 მმ ნალექს. ევროპის დიდ ნაწილში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში და ცენტრალურ აფრიკაში ყოველწლიურად კოკისპირული წვიმა აჭარბებს 500 მმ-ს, იმ დროს, როდესაც აზიის დიდ ნაწილში (ინდოეთისა და ტიბეტ-ჩინეთის გამოკლებით) ყოველწლიურად წვიმის სახით მოდის 500 მმ-ზე ნაკლები ნალექი, ხოლო უფრო ნაკლები — 250 მმ — არაბეთის ნახევარკუნძულსა და მონღოლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ავსტრალიის ცენტრალურ და აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების მთიანეთშორისში და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ცენტრალური სანაპიროების ტერიტორიებზე წლიურად წვიმის სახით მოდის 250 მმ ნაკლები ნალექი.
აფრიკის, ინდოეთისა და მიანმარის სანაპიროებზე და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ზომიერ განედებში წლიურად წვიმის სახით მოდის 2500 მმ ნალექი.
კონვექციური ღრუბლების შედეგად წარმოიქმნება კონვექციური წვიმა, რომელსაც ფენა-წვიმისებრი ან მაღალ-ბოლქვიანი ღრუბლები ეწოდება. ზომიერ სარტყლებში კონვექციური ნალექიანობა წყვეტილია და დაკავშირებულია ბაროკლინურ საზღვრებთან, როგორიცაა: ცივი ფრონტები, გრიგალის ხაზი და თბილი ფრონტები.
pH გავლენით იცვლება წვიმის ფაქტორი, რომელსაც მჟავა წვიმები ეწოდება, რომელიც ბევრი რეგიონისთვის არის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, წვიმა, რომელიც ატლანტის ოკეანიდან მიდის pH-ს ფაქტორი 5.0-5.6-ია; წვიმა, რომელიც ეჯახება კონტინენტურ კლიმატს pH-ს ფაქტორი 3.8-4.8-ა; pH-ს ფაქტორი ადგილობრივი შტორმებისთვის მხოლოდ 2.0-ია.
0,5-დან 6-7 მმ ნაკლები დიამეტრის მქონე თხევადი ნალექი არის ჟინჟღლი. ძლიერ წვიმას ეწოდება კოკისპირული ანუ თავსხმა წვიმა. მეტად წვრილი წვიმა ცნობილია თქორის სახელწოდებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წვიმა“ ვიკისაწყობში.
- წვიმა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- წვიმა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)