კამინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამინა
ფრანგ. Kamina
Kamina, province du Katanga, RD Congo - Le Ministre de la défense, Aimé Ngoy Mukena, et José Maria Aranaz, directeur du BCNUDH, saluent les ex-combattants arrivés sur le site de regroupement de Kamina. (19271316328).jpg
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ზემო ლომამის პროვინცია
კოორდინატები 8°44′00″ ს. გ. 25°01′00″ ა. გ. / 8.73333° ს. გ. 25.01667° ა. გ. / -8.73333; 25.01667
ცენტრის სიმაღლე 1095
მოსახლეობა 156 761 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
კამინა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კამინა

კამინა (ფრანგ. Kamina) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზემო ლომამის პროვინციაში. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 156 761 ადამიანს.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კამინა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1095 მეტრ სიმაღლეზე.[2]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამინა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. მასზე მოდის სამი სარკინიგზო ხაზი: ჩრდილოოეთით, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქს ასევე აქვს ორი აეროპორტი: სამხედრო[3] და სამოქალაქო[4].

სამხედრო ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კამინაში დაარსდა ბელგიის შეიარაღებული ძალების დიდი სამხედრო ბაზა. 1960 წლის ივნისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონგოს მთავრობამ შეინარჩუნა კონტროლი კამინას სამხედრო ბაზაზე, მაგრამ ამავე წლის ოქტმბერში სამხედრო ბაზა გადაეცა გაეროს.[5][6] ბაზა არასდროს ყოფილა თვითაღიარებული სახელმწიფოს კატანგას კონტროლის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ოკუპირებული იყო მეზობელი ქალაქი კამინავილი.

1964 წლის დასაწყისში, გაერომ კამინის ბაზა გადასცა კონგოს შეიარაღებულ ძალებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer
  2. Kamina, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. წაკითხვის თარიღი: 2014-01-22.
  3. FZSA-Airport. Great Circle Mapper. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-31. წაკითხვის თარიღი: 2011-05-11.
  4. FZSB-Airport. Great Circle Mapper. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-31. წაკითხვის თარიღი: 2011-05-11.
  5. 500 Troops at Kamina Surrender. Daytona Beach Morning Journal (19 September 1961). წაკითხვის თარიღი: 2011-05-11.
  6. Quit Congo Again Belgians Told. Montreal Gazette (1 September 1960). წაკითხვის თარიღი: 2011-05-11.