რიჩარდ ნიქსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი
Richard Milhous Nixon
რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი Richard Milhous Nixon
აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1969 – 9 აგვისტო, 1974
ვიცე-პრეზიდენტი  სპირო აგნიუ
ჯერალდ ფორდი
წინამორბედილინდონ ჯონსონი
მემკვიდრეჯერალდ ფორდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1953 – 20 იანვარი, 1961
პრეზიდენტიდუაიტ ეიზენჰაუერი
წინამორბედიალბენ ბარკლი
მემკვიდრელინდონ ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1950 – 1 იანვარი, 1953

წარმომადგენელთა პალატის წევრი კალიფორნიიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1947 – 1 დეკემბერი, 1950

დაბადებული9 იანვარი, 1913
იორბა ლინდა, კალიფორნია
გარდაცვლილი22 აპრილი, 1994 (81 წლის)
ნიუ-იორკი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეპეტ ნიქსონი
საქმიანობაადვოკატი
რელიგიაკვაკერი
ხელმოწერა

რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (ინგლ. Richard Milhous Nixon; დ. 9 იანვარი 1913 — გ. 22 აპრილი 1994) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი 1969-1974 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან. ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიქსონი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1946 წელს იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად, ხოლო 1950 წელს სენატორად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიიდან. 1953–1961 წლებში ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროს ნიქსონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1960 წელს მას ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის წარუმატებელი მცდელობა, როდესაც მცირე სხვაობით ჯონ კენედიმ დაამარცხა. 1962 წელს იგი ასევე კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხდა. თუმცა ნიქსონმა 1968 წელს ისევ სცადა პრეზიდენტობა და ამჯერად გაიმარჯვა.

პრეზიდენტის რანგში ნიქსონის პირველი ამოცანა ვიეტნამის ომის პრობლემის გადაწყვეტა იყო. თავიდან მან კონფლიქტი გაამწვავა და მეზობელ ქვეყნებში შეჭრას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა ნიქსონმა აშშ-ის ჯარის თანდათანობით გამოყვანა დაიწყო და 1973 წელს წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ ჩრდილოეთ ვიეტნამთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რითაც ამერიკის მონაწილეობა ომში ეფექტურად დაასრულა. მისი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები დიდწილად წარმატებული იყო: 1972 წელს იგი სენსაციური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ნიქსონი საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შენელების და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შეზღუდვის შეთანხმების ინიციატორი იყო. ასევე იგი რუზველტის შემდეგ პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს ეწვია. საშინაო ფრონტზე მისი პრეზიდენტობისას ხელფასის და ფასების კონტროლი დაწესდა და ოქროს სტანდარტი გაუქმდა, ასევე ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე დადგეს ფეხი. 1972 წლის არჩევნებში ნიქსონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა. უოტერგეიტის სკანდალში მონაწილეობის გამო მოსალოდნელი იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად ნიქსონი 1974 წლის 9 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. ამის შემდეგ იგი მისმა მემკვიდრე ჯერალდ ფორდმა შეიწყალა ყველა დანაშაულისთვის, რომელიც მას შეიძლება ჩადენილი ჰქონოდა პრეზიდენტობისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: