ბოიომის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოიომის ჩანჩქერი
Boyoma.jpg
კოორდინატები: 0°29′28″ ჩ. გ. 25°12′23″ ა. გ. / 0.49111° ჩ. გ. 25.20639° ა. გ. / 0.49111; 25.20639
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე 60 
მდინარე ლუალაბა
კონგო
ბოიომის ჩანჩქერი (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა)
Blue pog.svg

ბოიომის ჩანჩქერი (ინგლ. Boyoma Falls, 1983 წლამდე ეწოდებოდა სტენლის ჩანჩქერი) — შვიდი ჩანჩქერი ძირითადად მდინარე ლუალაბაზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გაყოფილია ლუბრმათი. მდებარეობს ცენტრალურ კონგოში. ჩანჩქერები გადაჭიმულია დაახლოებით 100 კილომეტრზე ქალაქებს — უბუნდუსა და კისანგანის შორის. საერთო ვარდნა შეადგენს დაახლოებით 60 მეტრს. სიგანე 730 მეტრს აღწევს. წყლის ხარჯი შეადგენს დაახლოებით 17 000 მ³/წმ, და ამ მაჩვენებლებით ჩანჩქერები შედიან გინესის რეკორდების წიგნში[1]. მსოფლიოს ერთი-ერთი უდიდესი წყალვარდნილია. ჩანჩქერი ვრცელდება აგრეთვე მდინარე კონგოზე. ბოიომის ჩანჩქერის ირგვლივ გადის რკინიგზის ხაზი, რომელიც აერთებს უბუნდუსა და კისანგანის მდინარის პორტებს. 1983 წლამდე მისი პირველაღმომჩენის — ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად ერქვა სტენლის ჩანჩქერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greatest waterfall flow // Guinness World Records 2015.