Euronews
მედიის სახეობა: | მაუწყებლობა |
---|---|
დაფუძნდა: | 1 იანვარი, 1993 |
მფლობელი: | Euronews SA Media Globe Networks (88%) 20 EBU members (12%) |
შტაბ-ბინა: | ლიონი საფრანგეთი |
ფორმატი: | ტელე/რადიო/ინტერნეტი |
გავრცელება: | მსოფლიო |
საიტი: | euronews.com |
Euronews (ქართ. ევრონიუსი) — ევროპული ყოველდღიური, 24-საათიანი საინფორმაციო სატელევიზიო არხების იმპორტიორი კომპანია, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მოვლენების ვიდეოქრონიკებსა და აუდიოკომენტარებს ცამეტ ენაზე. ტელეკომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს საფრანგეთის ქალაქ ლიონში.
არხის სატელევიზიო მაუწყებლობა 1993 წლის 1 იანვარს, ხუთ ევროპულ ენაზე დაიწყო: ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, გერმანულად და იტალიურად. დაფუძნების პერიოდში Euronews ერთადერთი არხი იყო, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ენაზე მაუწყებლობდა.
Euronews-ის საკაბელო და სატელიტურმა მაუწყებლობამ 2009 წელს 150 ქვეყანაში 294 მილიონზე მეტი ოჯახი მოიცვა (ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი)
ქართული მაუწყებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს, „ევრონიუსმა“ და ქართულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე.[1] „ევრონიუს საქართველომ“ მაუწყებლობა ოფიციალურად 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.[2]