შინაარსზე გადასვლა

გომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
გომა
ფრანგ. Goma
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ჩრდილოეთი კივუს პროვინცია
შიდა დაყოფა Goma (commune) და Karisimbi
კოორდინატები 01°41′00″ ს. გ. 29°14′00″ ა. გ. / 1.68333° ს. გ. 29.23333° ა. გ. / -1.68333; 29.23333
ფართობი 75,72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1499
მოსახლეობა 377 112 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 4980,35 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 611
გომა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გომა

გომა (ფრანგ. Goma) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი რუანდის სახელმწიფო საზღვართან, ჩრდილოეთი კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობს კივუს ტბის ნაპირზე, რუანდის ქალაქ გისენიისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1499 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს მოქმედი ვულკანი ნიირაგონგო. ფუნქციონირებს აეროპორტი. ქალაქის ცენტრი მდებარეობს რუანდის სახელმწიფო საზღვრიდან სულ 1 კმ-ში და ქალაქ გისენიის ცენტრიდან 3,5 კმ-ში.

  • 1998 წელი — ზუსტად გომაში დაიწყო ტუტსის ხალხის აგვისტოს აჯანყების მიერ პროვოცირებული კონგოს მეორე ომი.
  • 1999 წელი, მაისი — სახელმწიფო ავიაციის ავიადარტყმა ქალაქ გომაზე, როგორც მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) აჯანყებულთა საყრდენ პუნქტზე[2].
  • 2002 წელი — ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა.
  • 2008 წელი, ოქტომბერი-ნოემბერი — 2008 წლის გომისათვის ბრძოლა: ბრძოლა ტუტსის ხალხის აჯანყებულებსა (ლორან ნკუნდა) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებს შორის, რომელსაც ეხმარებოდა გაეროს ჯარები.
  • 2012 წელი, 20 ნოემბერი — ქალაქი დაიპყრო «23 მარტის მოძრაობის» (М23) აჯანყებულებმა[3].
  • 2013 წელი, 4 მარტი — ქალაქ გომის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა თვითმფრინავი Fokker 50. ბორტზე მყოფი 40 ადამიანიდან დაიღუპა 36; 4 დაჭრილი გადაყვანილი იქნა ქალაქ გომის საავადმყოფოში. წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ცუდი ამინდი. ავიაკატასტროფის მომენტში გომაში მოდიოდა ძლიერი თავსხმა წვიმა. თვითმფრინავმა 7 კმ-ით ვერ მიაღწია ადგილობრივი აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლამდე და ჩამოვარდა პირდაპირ ქალაქის ცენტრში. კატასტროფის შედეგად მიწაზე მყოფებიდან არავინ არ დაშავებულა.

2010 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 377 112 ადამიანს[4]. 1994 წლის რუანდის გენოციდის დროს ქალაქ გომას მოაწყდა დევნილების დიდი ნაკადი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Goma, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  2. World: Africa Congo raids 'targeted civilians'
  3. «Congolese rebels seize Goma, take airport.» Melanie Goubyrukmini Callimachi, «Bloomberg BusinessWeek», Tuesday November 20, 2012. Retrieved 20 November 2012.
  4. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გომა&oldid=4542914“-დან