უ ტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უ ტანი
უ ტანი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 1962 – 31 დეკემბერი, 1971
წინამორბედი დაგ ჰამარშელდი
მემკვიდრე კურტ ვალდჰაიმი

დაბადებული 22 იანვარი, 1909
პანდანო, ბირმა
გარდაცვლილი 25 ნოემბერი, 1974
ნიუ-იორკი, აშშ
მეუღლე დოუ თჰეინ თინი
რელიგია ბუდიზმი

უ ტანი (ბირმ. ဦးသန; დ. 22 იანვარი, 1909, პანდანო, ბირმა — გ. 25 ნოემბერი, 1974, ნიუ-იორკი, აშშ) — ბირმელი დიპლომატი. გაეროს მე-3 გენერალური მდივანი (1962–1971). გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს დაგ ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ 1961 წლის სექტემბერში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო პანდანოს ეროვნულ საშუალო სკოლაში და რანგუნის უნივერსიტეტში. დიპლომატიური მოღვაწეობის დაწყებამდე მუშაობდა განათლებისა და ინფორმაციის სფეროში. იგი გახდა პანდანოს ეროვნული საშუალო სკოლის უფროსი მასწავლებელი, ხოლო შემდეგ დირექტორიც.

1957–1961 წლებში იყო ბირმის დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროში. 1959 წელს არჩეულ იქნა 14-ე გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილედ. 1961 წელს აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად, დაგ ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ. უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი რეკომენდაციით მეორე ვადით აირჩიეს 1966 წლის 2 დეკემბერს. ვადის გასვლის შემდეგ, 1971 წლის 31 დეკემბერს, გავიდა პენსიაში და გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უ_ტანი&oldid=3456113“-დან