მანიემის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
მანიემის პროვინცია ფრანგ. Maniema | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | კინდუ |
კოორდინატები | 2°57′00″ ს. გ. 25°57′00″ ა. გ. / 2.95000° ს. გ. 25.95000° ა. გ. |
ფართობი | 132 250 კმ² |
მოსახლეობა | 1 246 787 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 9,43 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 |
მანიემის პროვინცია (ფრანგ. Maniema) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. დასავლეთიდან მას ესაზღვრება სანკურუს პროვინცია, ჩრდილოეთიდან ჩოპოს პროვინცია, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციები და სამხრეთიდან ლომამის და ტანგანიიკის პროვინციები.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანიემის პროვინციის საერთო ფართობი შეადგენს 132 250 კმ²-ს. პროვინციაში ცხოვრობს 1 246 787 ადამიანი (მოსახლეობის სიმჭიდროვე — 9,43 ად./კმ²). მანიემის პროვინციის ტერიტორიაზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიედინება მდინარე კონგო (ლუალაბა). ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კინდუ (ამასთან ერთად ქალაქი ბოლო სადგურია სარკინიგზო ხაზისა, რომელიც ერთმანეთთან აერთებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილს აფრიკის სამხრეთი ნაწილის სარკინიგზო ქსელთან).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნეში პროვინცია კივუს (ფრანგ. Kivu) სახელით იყო ცნობილი, შემდგომში 1988 წელს დაიყო სამ ნაწილად და დღეისათვის მის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი პროვინცია — მანიემის, ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციები. 2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელიც შეეხო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ დაყოფას, მანიემის პროვინციის საზღვრები არ შეცვლილა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქები
- ტერიტორიები
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მანიემის პროვინციაში აწარმოებენ ვოლფრამის, ტანტალის (კონკრეტულად კოლუმბიტ-ტანტალიტი), კალის (ქალაქ კალიმაში[1]) და ოქროს მოპოვებას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Symetain tin mine. Near Kalima, Congo (Democratic Republic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-10.
|