ნიამლაგირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიამლაგირა
ნიამლაგირა (მარცხნივ) და ნიირაგონგო, რადარული ტოპოგადაღება.
ნიამლაგირა (მარცხნივ) და ნიირაგონგო, რადარული ტოპოგადაღება.
კოორდინატები: 1°24′30″ ს. გ. 29°12′00″ ა. გ. / 1.40833° ს. გ. 29.20000° ა. გ. / -1.40833; 29.20000
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე 3058[1] 
ქედი ვირუნგის მთები
ბოლო ამოფრქვევა 2012
ნიამლაგირა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ნიამლაგირა

ნიამლაგირა ანუ ნიამურაგირა (Nyamulagira, Nyamuragira) — აქტიური ფარისებური ვულკანი ვირუნგის მთებში[2] (ვირუნგის ეროვნული პარკის ტერიტორია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).

ვულკანი მდებარეობს 25-30 კმ-ში ჩრდილოეთით კივუს ტბიდან, ფუძით ერწყმის ნიირაგონგოს ვულკანს. ნიამლაგირა ითვლება ყველაზე უფრო აქტიურ ვულკანად აფრიკაში. დაკვირვებების დაწყების მომენტიდან ის ამოიფრქვა 32-ჯერ. ნიამლაგირა ატმოსფეროს ამარაგებს მსოფლიოს ვულკანებიდან ამოტყორცნილი გოგირდის მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ვულკანი მდებარეობს დიდი რიფტული ხეობის ფარგლებში. ვულკანის მიერ ამოფრქვეული პროდუქტი პირველ რიგში წარმოადგენს მაღალ-კალიუმიან ბაზალტებს.

ვულკანს აქვს საკმაოდ ნელ-ნელა ქვემოთ დახრილი გუმბათის ფორმა, რომლის მწვერვალზე მდებარეობს კალდერა (დაახლოებით 2 x 2,3 კმ) ციცაბო, ნაწილობრივ ჩამოშლილი კედლებით და ბრტყელი ფსკერით. ფერდოები — მრავალრიცხოვანი პარაზიტული წიდის კონუსები. ნიამლაგირას ვულკანის შეფასებითი მოსულობა შეადგენს 500 კმ³-ს, ხოლო ლავური ნაკადებით დაფარული ვულკანის ფართობი 1500 კმ²-ს.

ისტორიული ამოფრქვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიამლაგირას (ცენტრში) და ნიირაგონგოს ვულკანების თანამგზავრული ფოტო, 2007 წლის იანვარი. კარგად სჩანს ლავური ნაკადი

1882 წლიდან აღრიცხულია 35-ზე მეტი ამოფრქვევა[3] (1865, 1882, 1894, 1896, 1899, 1901, 1902, 1904, 1905, 1906(?), 1907, 1907, 1908, 1909, 1912-13, 1920, 1921-38, 1938-40, 1948, 1951, 1951-52, 1954, 1956, 1957, 1958, 1967, 1971, 1976-77, 1980, 1981-82, 1984, 1986, 1987-88, 1989, 1991-93, 1994, 1996, 1998, 2000, 2001, 2002, 2004 წლები). ვულკანის კრატერში 1921-1938 წლებში არსებობდა ლავური ტბა. 1938 წლის ამოფრქვევის დროს, ლავის მასა ჩამოედინებოდა სამხრეთ-დასავლეთის ფერდოზე და აღწევდა კივუს ტბას. 1998 წლის შეფასებით ნიამლაგირადან ამოფრქვეული ლავური ნაკადის სიგრძე შეადგენდა 11 კმ-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GLOBAL VOLCANISM PROGRAM
  2. Smets, B.; Wauthier, C.; d’Oreye, N. (2010), "A new map of the lava flow field of Nyamulagira (D.R. Congo) from satellite imagery", Journal of African Earth Sciences 58 (5): 778–786,
  3. Volcano erupts in Congo. CNN (2 January 2010). წაკითხვის თარიღი: 13 February 2011.