ჯიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიქი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ჯიქი
ლათინური სახელი
Panthera pardus
დაცვის სტატუსი
არეალი
Leopard distribution2.gif

ჯიქი, ლეოპარდი (ლათ. Panthera pardus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა — 110 სმ, მასა 75 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჯიქს აქვს მოყვითალო ან წითური, შავი ხალებით მოხატული სხეული. გავრცელებულია აფრიკაში (გარდა საჰარისა), წინა და სამხრეთ აზიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, შორეულ აღმოსავლეთში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-11 წელი, ტყვეობაში — 21 წელი.[1]

ცხოვრობს უღრან ტყეებში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად მღრღნელებითა და ფრინველებით. აღსანიშნავია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.[2]

საქართველოში ჯიქი თითქმის მთლიანად მოისპო. 1950-1980 წლებში ჯიქი რეგისტრირებული იყო ყორნისის რაიონში (1950), ზედაზენთან (1954), სოფელ მათურასთან (1978). 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ ვაშლოვანის ეროვნული პარკში საფრთხის წინაშე მყოფი წინააზიური ჯიქი (ლათ. Panthera Pardus tulliana) აღმოაჩინა.[3]

დღეისათვის საქართველოში ერთადერთი წინააზიური ჯიქი სწორედ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მისი ჰაბიტატი ვაშლოვანის, პანტიშარის ხეობისა და ალაზნის (მიჯნის ყურე) ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ჯიქი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯიქი&oldid=3191393“-დან