მშრომელთა საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი მაისი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი).
საპირველმაისო დემონსტრაცია ბომბეიში.
დემონსტრაცია სტოკჰოლმში, 1899.

მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე (ინგლ. Labor Day, ფრანგ. Fête du Travail, რუს. День труда, ზოგიერთ ქვეყანაში ასევე „May Day“) აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.

მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

„წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.

კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.

ევრო პირველმაისობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლიდან „ევროპირველმაისობა“ (EuroMayDay) პირველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისის დღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. მისი მიზანია ასევე შექმნას ვიზუალური წინააღმდეგობა შრომისა და ცხოვრების არასტაბილურობასთან. „ევრომეიდეი“ წამოვიდა მილანიდან, იტალია, საიდანაც ის გადავიდა ბარსელონაში 2004 წელს, შემდეგ კი მთელ ევროპას მოედო 2005 წელს. 2005 წელს დაახ. 200 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის მასშტაბის ევრომეიდეიში. ამ წელს მოძრაობის სლოგანი გახდა „გავერთიანდეთ არასტაბილურ სამყაროში და გავიფიცოთ თავისუფალი ღია რადიკალური ევროპისთვის“. 2006 წელს გაცილებით მეტ ქალაქშია დაგეგმილი ევრომეიდეის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. აქტიურ მონაწილე ქალაქთა შორის არიან: ამსტერდამი, ბარსელონა, კოპენჰაგენი, ჰამბურგი, ჰელსინკი, ლიონი, ლიეჟი, ლონდონი, მარიბორი, მარსელი, მილანი, ნეაპოლი, პალერმო, პარიზი, სევილია, სტოკჰოლმი და ვენა.

საპირველმაისო აურზაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო წლებში ბრიტანეთის ანტი-კაპიტალისტური მოძრაობა ლონდონში ორგანიზებას უწევს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებით სრულდება. 2000 წელს შეტაკებები დასრულდა ერთ-ერთ უბანში მაკდონალდსის რესტორნის დამსხვრევითა და უინსტონ ჩერჩილის ძეგლის მწვანე მოჰიკანად გადაქცევა მის მიერ ჩადენილი სავარუდო კრიმინალური აქტების გამო.

გერმანიაში, განსაკუთრებით კროიცბერგისა და პრენცლაუერ ბერგის რაიონებში, პირველი მაისი ყოველწლიური დემონსტრაციებით აღინიშნება. 1929 წელს სოციალ-დემოკრატიულმა (SPD) მთავრობამ აკრძალა საპირველმაისო მუშათა დემონსტრაციები ბერლინში. მიუხედავად ამისა, კომუნისტურმა პარტიამ (KPD), რომელიც ბერლინში ყველაზე ძლიერი იყო მაინც მოუწოდა მუშებს დემონსტრაციაზე გამოსასვლელად. დღის ბოლოსთვის, პოლიციასთან შეტაკების შედეგად მოკლულ იქნა 32 დემონსტრანტი, მუშა და მაყურებელი, 80 კი სერიოზულად დაშავდა. როგორც ამბობენ, ამ დღეს ბერლინის პოლიციამ 11 000 მასრა ცოცხალი ტყვია დახარჯა.

ეს ინიციდენტი გერმანიაში მოიხსენიება როგორც Blutmai (სისხლიანი მაისი), რამაც გააღრმავა განხეთქილება KPD და SPD მშრომელთა პარტიებს შორის. ამან თავის მხრივ საშუალება მისცა ნაცისტებს მმართველი პარტია გამხდარიყვნენ 1933 წელს, ძირითადად KPD და SPD უთანხმოების გამო შეექმნათ ანტი-ნაცისტური კოალიცია. რაიხსარბაიტსდინსტი (RAD, რაიხის შრომის სამსახური) ჩამოყალიბდა 1934 წლის ივლისში გაუქმებულ პროფკავშირთა ბაზაზე.

ამჟამად პირველი მაისი გერმანიაში კვლავაც ინარჩუნებს პოლიტიკურ მნიშვნელობას; პროფკავშირები და პარტიები ამ დღეს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური კამპანიებისა და ღონისძიებებისთვის, თუმცა 1987 წლიდან ეს დღე ასევე ცნობილია რადიკალურ მემარცხენეთა მწვავე დებოშებითა და აურზაურით პოლიციის წინააღმდეგ. 2005 წლის მაისის დღე ბერლინში ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე მშვიდოებიანი იყო.

ბოლო წლებში ნეონაცისტებმა და სხვა NPD-ს მსგავსმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებმა სცადეს ეს დღე სახალხო დემონსტრაციებისთვის გამოეყენებინათ, რაც ხშირად მემარცხენე დემონსტრანტებთან შეტაკებებით დამთავრდა. განსაკუთრებით სისხლიანი აღმოჩდა ინციდენტები ისტორიულ ქალაქ ლაიფციგში 1998 და 2005 წლებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]