შინაარსზე გადასვლა

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية العربية الصحراوية الديمقراطية
ესპ. República Árabe Saharaui Democrática
დასავლეთი საჰარა
დასავლეთ საჰარის
დევიზი: არაბ. حرية، ديمقراطية، وحدة
ესპ. Libertad, Democracia, Unidad
თავისუფლება, დემოკრატია, ერთიანობა
ჰიმნი: 
დედაქალაქიელ-აიუნი (დე-იურე, მაროკოს ადმინისტრაციის ქვეშ)
ტიფარიტი (დე-ფაქტო, თავისუფალი ზონა)
27°09′ ჩ. გ. 13°12′ დ. გ. / 27.150° ჩ. გ. 13.200° დ. გ. / 27.150; -13.200
ოფიციალური ენა არაბული[1], ესპანური[2][3][4][5][6]
სასაუბრო ჰასანია, საჰარული ესპანური[7]
რელიგია ისლამი (ოფიციალური)
მთავრობა უნიტარული ერთპარტიული საპრეზიდენტო რესპუბლიკა[8][9]
 -  პრეზიდენტი ბრაჰიმ ღალი
 -  პრემიერ-მინისტრი ბუჩრაია ჰამუდი ბაიუნი
ფართობი
 -  სულ 266 000 კმ2 (მთლიანი), აქედან 90 000 კმ² (თავისუფალი ზონა)(77-ე)
მოსახლეობა
 -  შეფასება 173 600[10] (2023 წ. შეფასება, ლტოლვილთა ბანაკები) 40 000 (2010 წ. შეფასება, თავისუფალი ზონა)[11][12]
 -  2024 აღწერა 670 993[13]
აგი (2015)0.500[14][15]
დაბალი
ვალუტა საჰარული პესეტა (დე-იურე), მაროკოს დირჰამი, ალჟირული დინარი, მავრიტანიული უგია, ევრო (დე-ფაქტო) (EHP (დე-იურე), MAD, DZD, MRU, EUR (დე-ფაქტო))
სასაათო სარტყელი UTC+01:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
ISO 3166 კოდი EH
ინტერნეტ-დომენი .eh (დარეზერვირებულია)

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა (სადრ) (არაბ. الجمهورية العربية الصحراوية الديمقراطية) — არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც ვერ აკონტროლებს სახელმწიფოს სრულ ტერიტორიას. საჰარის არაბთა რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებს ესპანეთის ყოფილი კოლონიის დასავლეთ საჰარის სრულ ტერიტორიაზე, მაგრამ დღეისათვის ფაქტიურად აკონტროლებს მხოლოდ მისი ტერიტორიის მცირე აღმოსავლეთ ნაწილს — ეგრედ წოდებულ თავისუფალ ზონას. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება მაროკო, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ალჟირი, აღმოსავლეთით და სამხრეთით - მავრიტანია; დასავლეთით გარს ერტყმის ატლანტის ოკეანე. თავისუფალ ზონას აქვს ოკეანესთან გასასვლელი სამხრეთ-დასავლეთით.

ისტორიული სახელწოდება: რიო-დე-ორო (Rio de Oro) და საგია-ელ-ჰამრა (Saguia el-Hamra). ყოფილი სახელია ესპანური საჰარა.

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტიური (რუხი ფერი) და არაკონტროლირებადი (დაშტრიხული) ტერიტორია

1975 წლამდე ეს ტერიტორია ესპანეთის კოლონიად ითვლებოდა. 1975 წლის 6 ნოემბერს მაროკოს მეფის ჰასან II-ის და ხელისუფლების მიერ განხორციელდა სტრატეგიული მასობრივი აქცია „მწვანე მარში“. 350 000 შეუიარაღებელი მაროკოელი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც გადავიდა ამ ტერიტორიაზე. მოულოდლელად აქ არანაირი წინააღმდეგობა გაწეული არ იქნა. მაროკოელებმა დაიკავეს დასავლეთ საჰარის ჩრდილოეთი და ცენტრალური ტერიტორია, ხოლო სამხრეთი ნაწილი (1/3) დაიკავა მავრიტანიამ.

1979 წელს, მავრიტანიის მიერ დასავლეთ საჰარის სამხრეთ ნაწილზე თავისი უფლებებზე უარის თქმის შემდეგ, მაროკომ განახორციელა ტერიტორიის მთლიანი ოკუპაცია; ამ ტერიტორიას, რომლის დიდ ნაწილსაც დღეისათვის მაროკო აკონტროლებს, იგი განიხილავს, როგორც საკუთარ, ეგრედ წოდებულ სამხრეთ პროვინციებს.

1976 წლის 27 თებერვალს პოლისარიოს ფრონტმა, რომელიც ალჟირის დახმარებით მაროკოს შეიარაღებულ ძალებს ებრძვის პარტიზანული ომის საშუალებით, დასავლეთი საჰარა გამოაცხადა დამოუკიდებელ ქვეყნად, სახელად – საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა (სადრ).

მაროკოს კედელი, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია (ყვითელი ფერი) და მისგან ეტაპ-ეტაპ ჩამოჭრილი ოკუპირებული ტერიტორიები (დანარჩენი ფერები)
საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება

დღეისათვის საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა გაეროს წევრმა 84-მა სახელმწიფომ. ქვეყანა არის აფრიკის კავშირის (ყოფილი აფრიკის ერთობის ორგანიზაცია) წევრი 1982 წლიდან. საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი, პოლისარიოს ფრონტის გენერალური მდივანი 1976—2016 წლებში იყო — მოჰამედ აბდელაზიზი.

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს დასავლეთ საჰარის აღმოსავლეთ ნაწილს, ეგრედ წოდებულ თავისუფალ ზონას, რომელიც გადაჭიმულია ვიწრო ზოლად მაროკოს მიერ აშენებულ თავდაცვის ზღუდეების სისტემასა, რომელსაც საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება უწოდებს „სირცხვილის კედელს“, და დასავლეთ საჰარის აღმოსავლეთ საზღვარს შორის.

გაერო ტერიტორიის მომავლის გამოსარკვევად ითხოვს რეფერენდუმს და უარს ამბობს, როგორც მაროკოს მიერ ტერიტორიის ანექსიის, ასევე თვითგამოცხადებული საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მის თავის წევრად მიღებაზე.

ამ ტერიტორიის საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მაროკოს გამოსავლად ამ ტერიტორიისთვის ავტონომიის მინიჭება მიაჩნია.

1975 წლის 16 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის თხოვნით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში მიიღო კონსულტატიური დასკვნა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს ტერიტორია კოლონიამდელ პერიოდში არ იყო „terra nullius“ (არავის მიწა), აღიარებული იქნა ადრე არსებული გარკვეული კავშირები ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს შორის, როგორც მაროკოს მეფესთან, ასევე მავრიტანიელ ტომებთან. მაგრამ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს აზრით, ამ კავშირებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ დასავლეთ საჰარის მოსახლეობის მიერ თვითგამორკვევაზე საკუთარი უფლებების განხორციელებას.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, რეგიონს ქონდა და აქვს უფლება დამოუკიდებლობაზე. კერძოდ, თვითონ ფაქტი დასავლეთ საჰარის ანექსიისა არის გაეროს № 1514 დეკლარაციის – „კოლონიალური ქვეყნებისა და ხალხისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ“ დარღვევა, კერძოდ კი:

  • ესპანეთის საჰარის მოსახლეობისთვის რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმამ მაროკომ და მავრიტანიამ დაარღვია დებულება 1 („ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება; ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს“), დებულება 5 („ყველა <…> ტერიტორიებზე, რომელთაც ჯერ არ მოუპოვებიათ დამოუკიდებლობა, დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული მთელი ხელისუფლების გადაცემის ღონისძიებები ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის“);
  • დასავლეთ საჰარის ორ ნაწილად გაყოფის დროს, მაროკომ და მავრიტანიამ დაარღვია დებულება 6 („ყველანაირი ცდა, მიმართული იქითკენ, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად მოშალონ ქვეყნის ეროვნული ერთიანობა და ტერიტორიალური მთლიანობა, მიუღებელია გაეროს წესდების მიზნებთან და პრინციპებთან“);
  • რეფერენდუმის ჩატარების მომზადებაში გრძელვადიანი დაყოვნება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან არღვევს დებულება 2 („არასრულყოფილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება ან არასრულყოფილი მომზადება განათლების დარგში არასდროს არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დამოუკიდებლობის მიღწევის შეფერხების წინაპირობა“);
  • მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, რომლებიც დასავლეთ საჰარას აღიარებენ მაროკოს ნაწილად, არღვევენ დებულება 7 („ყველა სახელმწიფომ მკაცრად და კეთილსინდისიერად უნდა აღიაროს არსებული დეკლარაციის <…> დებულებები“).
დასავლეთ საჰარის ტოპოგრაფიული რუკა

დასავლეთ საჰარის ატლანტის ოკეანის სანაპირო უკავია აკუმულირებულ ზღვისპირა დაბლობებს, რომელიც აღმოსავლეთით გადადის ამაღლებულ ზეგნებზე შთენილი მასივებით. ჩრდილო-აღმოსავლეთით ვრცელდება საფეხურებიანი დრაას პლატოს ქედის ტოტები, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 823 მეტრს აღწევს. დასავლეთ საჰარის მნიშვნელოვან ფართობს გაფანტული ქვიშები და დიუნები იკავებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო მინერალური რესურსებია ფოსფორიტები, ასევე რკინის მადანი და ზღვისპირა ნავთობი.

კლიმატი უდაბნოს ტროპიკულია, შიდა რაიონებში ცხელი (+25 — +30 °C) და ოკეანის სანაპიროზე შედარებით უფრო რბილი ცივი კანარის დინების ზემოქმედების გამო (+17 — +20 °C). ნალექების საკმაოდ მცირე რაოდენობა მოდის გაზაფხულზე და შემოდგომაზე (50—200 მმ წელიწადში). ძლიერი ქარები რეგულარულად იწვევენ მტვრის ქარბუქებს. დასავლეთ საჰარაში მუდმივი მდინარეები არ არსებობენ, ხოლო დროებითი წყლის ნაკადები ბევრი ჩნდება წვიმების დროს.

ღარიბი, მეჩხერი მცენარეული საფარი წარმოდგენილია უდაბნოს მცენარეულობით — ჰალოფიტებით (მლაშობურა, სარსაზანი …) და მცოცავი მარცვლოვანებით, ხოლო ოკეანის სანაპიროზე — რძიანებით. ოაზისებში და უადის ქვემო წელში, რომელთაც ტერიტორიის 3,8 % უკავიათ, იზრდება პალმები და აკაციები და მოყავთ მარცვლეული კულტურები (ხორბალი, ფეტვი, ქერი), ხილი, ბოსტნეული, ფინიკის პალმა. მომთაბარე ტომები ამრავლებენ 300 ათასზე მეტ სულ მსხვილ რქოსან საქონელს (შინაური თხა, შინაური ცხვარი, აქლემი), რომლებმაც თითქმის გაანადგურეს ისედაც მწირი მცენარეულობა, რის შედეგადაც გაქრნენ გაზელების რამდენიმე სახეობა, ანტილოპების სახეობა ადაქსი და სხვა გარეული ცხოველები. ჩლიქოსნებიდან ჯერ კიდევ გვხვდება გაზელი დორკასი, მტაცებლებიდანტურა, გიენა, მელა ფენეკი. ოკეანის სანაპიროზე არსებობენ გადამფრენი ფრინველების დიდი კოლონიები და ვარდისფერი ფლამინგოების დასასვენებელი ადგილები. სანაპირო წყლებში ყოველწლიურად იჭერენ დაახლოებით ხუთი ათას ტონა თევზს.

დასავლეთი საჰარა გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობისთვის ცხელი, მშრალი კლიმატისა და ქვიანი, ქვიშიანი ნიადაგის გამო. მიუხედავად ამისა მომთაბარე მწყემსები უვლიან ცხვრებს, თხებს და აქლემებს.

დასავლეთ საჰარის ტერიტორიაზე არსებობს ფოსფატის მდიდარი საბადოები, განსაკუთრებით ქალაქ ბუ-კრააში. საბადოს დამუშავება დაიწყო 1970-იანი წლების დასაწყისში.

2020 წლის დასავლეთ საჰარის დემოგრაფიული პირამიდა

დასავლეთ საჰარის მოსახლეობა 2019 წელს 582 000 ადამიანს შეადგენდა. შეფასება საკმაოდ პირობითია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევს და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სავარაუდოდ მაროკოდან არის ჩამოსული. დასავლეთ საჰარის მაცხოვრებლების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, მოსახლეობის ზრდის ტემპი – 2,6 %, ბუნებრივი მატება – 1000 მოსახლეზე 43 ადამიანი, შობადობის მაჩვენებელი 2019 წელს 1000 მოსახლეზე – 19,8 ბავშვი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 1000 მოსახლეზე 4,9 ადამიანი, სიცოცხლის ხანგრძლივობა 70,3 წელი, 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა – 27,4 %, 15-24 წლის ასაკის მოსახლეობა – 16,9 %, 25-64 წლის ასაკის მოსახლეობა – 52,5 %, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა – 3,2 %.[16][17]

ეთნიკური თვალსაზრისით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ არაბები (საჰრავი), ხოლო შემდეგ მათ მოსდევენ ბერბერები.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია (ქართ.) პროვინცია (არაბ.) ადმინ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2024 წ.)[13]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1აუსერდიأوسردაუსერდი33 70024 4980,73
2ბუჟდურიبوجدورბუჟდური51 10065 3811,28
3ეს-სემარაالسمارةეს-სემარა37 13073 8641,99
4ელ-აიუნიالعيونელ-აიუნი10 790295 55527,39
5უედ-ედ-დაჰაბიوادي الذهبუედ-ედ-დაჰაბი44 700195 4674,37
6თავისუფალი ზონა-82 500--
7ტარფაიაطرفايةტარფაია12 27016 2281,32
სულ272 190670 9932,47

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა ღარიბი ქვეყანა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეფასებულია 2500 ამერიკულ დოლარად (2007 წ.), მოსახლეობის დაახლოებით 50 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში (უპირველესად მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე მესაქონლეობა, ოაზისური მიწათმოქმედება), დაახლოებით იგივე რაოდენობა მომსახურების სფეროში, მრეწველობა არ არის განვითარებული.

მაროკოს ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ქვეყნის ნაწილში მიმდინარეობს ფოსფორიტების მოპოვება (ქალაქ ბუ-კრაას საბადო), დაახლოებით 1,0 მილიონი ტონა. ატლანტის ოკეანის სანაპირო ზონაში მიუხედავად მდიდარი ბიორესურსებისა (თევზები და ზღვის პროდუქტები) — მცირე რაოდენობით თევზჭერა. სატრანსპორტო ქსელი სუსტადაა განვითარებული. არსებობს ასფალტირებული საავტომობილო გზა (1,8 ათასი კმ) ელ-აიუნი—ტარფაია—აგადირი (მაროკო), გრუნტიანი გზები, 110 კმ-ის სიგრძის საბაგირო გზა ბუ-კრაასა და ელ-აიუნს შორის — ფოსფორიტების ტრანსპორტირებისთვის. ელ-აიუნში და დახლაში — საზღვაო პორტები და აეროპორტები.

საგარეო ვაჭრობას ასევე აკონტროლებს მაროკოს ადმინისტრაცია, ექსპორტის ძირითად ნაწილს შეადგენენ ფოსფატი (60 %-მდე) და მესაქონლეობის პროდუქცია. იმპორტის ძირითადი ნაწილია: სათბობი, მანქანები, საკვები პროდუქტები და სხვა სამრეწველო საქონელი. ფულის ფაქტიური ერთეულია: მაროკოული დირჰამი.

  1. SADR. Constitution of the SADR es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2007. ციტირების თარიღი: 10 November 2020
  2. الوفد الصحراوي سيحضر لقاء جنيف بإرادة صادقة للتقدم نحو الحل الذي يضمن حق الشعب الصحراوي في تقرير المصير والاستقلال (29 November 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2023.
  3. (2022) Conflict and Peace in Western Sahara The Role of the UN's Peacekeeping Mission (MINURSO). Taylor & Francis, გვ. 51. ISBN 978-10-0080733-2. 
  4. Dawn Chatty (2010). Deterritorialized Youth Sahrawi and Afghan Refugees at the Margins of the Middle East. Berghahn Books, გვ. 114. ISBN 978-1-84545-653-5. 
  5. Elena Fiddian-Qasmiyeh (2015). South-South Educational Migration, Humanitarianism and Development Views from the Caribbean, North Africa and the Middle East. Routledge, გვ. 48. ISBN 978-1-135-07667-2. 
  6. Martos, Isabel (2014). „Linguistic Policy in the Camps of Sahrawi Refugees“. ECAS 2013, 5th European Conference on African Studies. Universidad de Alcalá. https://www.researchgate.net/publication/273993698. წაკითხვის თარიღი: 19 August 2018.
  7. El Español en los Campamentos de Refugiados Saharauis (Tinduf, Algeria). Cvc.cervantes.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2016. ციტირების თარიღი: 20 May 2015
  8. Constitution of the SADR. Association de soutien à un référendum libre et régulier au Sahara Occidental (1999-09-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-07. ციტირების თარიღი: 2025-05-13
  9. SADR. Constitution of the SADR ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2007. ციტირების თარიღი: 10 November 2020
  10. Sahrawi Refugee Response Plan 2024–2025. United Nations High Commissioner for Refugees (November 2023).
  11. „Vivir sin nubes“ [Living without clouds]. El País (ესპანური). 2010-12-18. ციტატა: „En los alrededores de Tifariti sobreviven unas 40.000 personas, una población dispersa y nómada [...] según cifras oficiales.“ [In the vicinity of Tifariti, about 40,000 people survive, a dispersed and nomadic population [...] according to official figures.]
  12. დასავლეთ საჰარის მეორე ომის დაწყების შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა ტინდუფში მდებარე საჰარელების ლტოლვილთა ბანაკებში გადაასახლეს
  13. 1 2 Western Sahara: Provinces & Urban Communes - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information.
  14. Avakov, Alexander (April 1, 2015). Quality of Life, Balance of Power, and Nuclear Weapons. Algora. ISBN 978-1-62894-128-9. 
  15. Jahan, Selim. (January 1, 2015) Human Development Report 2015. UNDP. ციტირების თარიღი: April 29, 2025
  16. Total population, both sexes combined (thousands). 
  17. World Population Prospects 2019, Volume II: Demographic Profiles 1 Western Sahara.