ყავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყავის მარცვლები

ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.

სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.

არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.

უდიდესი მწარმოებელი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნები
რანგი ქვეყანა ტონა [1] ტომარა x1000 [2]
1 დროშა: ბრაზილია ბრაზილია 2,609,040 43,484
2 დროშა: ვიეტნამი ვიეტნამი 1,200,000 20,000
3 დროშა: ინდონეზია ინდონეზია 495,000 8,250
4 დროშა: კოლუმბია კოლუმბია 468,000 7,800
5 დროშა: ეთიოპია ეთიოპია 390,000 6,500
6 დროშა: პერუ პერუ 326,580 5,443
7 ინდოეთის დროშა ინდოეთი 319,980 5,333

2011 წელს მწვანე ყავის უდიდესი მწარმოებელი იყო ბრაზილია, მას მოყვებოდნენ ვიეტნამი, ინდონეზია და კოლუმბია.[3] არაბიკას ტიპის ყავა მოყავთ ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და აზიაში.

რობუსტას ტიპის ყავა იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Food and Agricultural Organization of United Nations: Economic and Social Department: The Statistical Division. Faostat.fao.org (February 23, 2012). ციტირების თარიღი: June 7, 2012.
  2. Total production of exporting countries. International Coffee Organization (April 26, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2010. ციტირების თარიღი: Dec 24, 2012.
  3. Coffee: World Markets and Trade (PDF). Foreign Agricultural Service Office of Global Analysis. United States Department of Agriculture (December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2010. ციტირების თარიღი: March 26, 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყავა&oldid=4426914“-დან