შინაარსზე გადასვლა

სოსო ჯაჭვლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იოსებ ჯაჭვლიანი)
სოსო ჯაჭვლიანი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1958 (1958-06-05) (66 წლის)
მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 2024 (65 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (დ. 5 ივნისი, 1958, მესტია — გ. 8 თებერვალი, 2024,თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად. ბოლო წლების განმავლობაში, ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.[1]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროდიუსერი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი მიღწევები სპორტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 2018 3rd
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 2018 1st
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002 100 კგ 3rd
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002 100 კგ 2nd
მკლავჭიდი
კაირო, ეგვიპტე
მსოფლიო ჩემპიონატი 1998 100 კგ 1st

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]