ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტი | |
![]() | |
ადმინისტრაციული ცენტრი | |
---|---|
რეგიონი | |
სიმჭიდროვე |
46,3 კაცი/კმ² |
ფართობი |
659,2 კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
ეროვნება |
ქართველები 99,59 % |
|
ხობის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22 % უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულ 30 548 (დევნილთა ჩათვლით). 99,59 % ქართველი (2014).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[1] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხობის | 31 280 | 37 653 | 38 092 | 38 939 | 39 400 | 41 240 | 30 548 | 30 100 | 29 007 | 29 200 |
მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 21 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1 ქალაქი — ხობი;
- 14 თემი — ქარიატა, ნოჯიხევი, ახალსოფელი, ჭალადიდი, გურიფული, ხამისკური, ზემო ქვალონი, ბია, შუა ხორგა, ხეთა, საჯიჯაო, თორსა-დღვაბა, ახალი ხიბულა, პირველი მაისი;
- 7 სასოფლო თემი — პატარა ფოთი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, ყულევი, შავღელე, ძველი ხიბულა.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|