შალვა აბზიანიძე
შალვა აბზიანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1952 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 31 აგვისტო, 2015 (63 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
შალვა აბზიანიძე (დ. 8 აგვისტო, 1952, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2015) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1974 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და განახლებული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; პარლამენტის წევრი გახდა საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“, მაჟორიტარი; N9 ნაძალადევის თემქის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის მდივანი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).