შინაარსზე გადასვლა

გია ფირცხალაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1963 (1963-02-28) (61 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გია ფირცხალაიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1963) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1980-1981 წლებში იყო № 70 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშა, 1986-1989 წლებში — საქართველოს სსრესპუბლიკის მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ავტომატიკოსი, 1990 წლიდან თბილისის გარე განათების სამმართველოს ცვლის უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]