ბეჟან აბესაძე
იერსახე
ბეჟან აბესაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1957 |
დაბადების ადგილი | ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | ქართველი |
ბეჟან აბესაძე (დ. 13 მარტი, 1957, ტყიბული) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის მექანიკოსი, ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის მასწავლებელი, გაზეთ „ტყიბულის“ სტილისტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, ილია მართლის საზოგადოება, უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი სამდივნოს და მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეჟან აბესაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბეჟან აბესაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი