ივერი ფრანგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანგიშვილი, ივერი)
Jump to navigation Jump to search
ივერი ფრანგიშვილი
დაბ. თარიღი 6 ივნისი 1930(1930-06-06)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 28 თებერვალი 2006(2006-02-28) (75 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და Honored Scientist of the RSFSR

ივერი ვარლამის ძე ფრანგიშვილი (დ. 6 ივნისი, 1930, დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი ― გ. 28 თებერვალი, 2006, მოსკოვი) — ქართველი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985), რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა თბილისის პილიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზებული მართვის სისტემების გენერალური კონსტრუქტორი (1985).

ფრანგიშვილის ძირითადი შრომები ეძღვნება გამოთვლითი ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს. დაჯილდოებულია 2 წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]