წითელი დროშის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელი დროშის ორდენი
Order of the Red Banner.png
მუარის ლენტა
Order of Red Banner ribbon bar.png

წითელი დროშის ორდენი (რუს. Орден Крaсного Знамени) — სამხედრო ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის (ცაკი) პრეზიდიუმს 1924 წლის 1 აგვისტოს (რსფსრ-ში არსებობდა 1918-დან, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში — 1920-1921 წლიდან). აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგით მებრძოლებს, მეთაურებს, ჯარის ნაწილებსა და შენაერთებს, აგრეთვე სხვა მოქალაქეებს საბრძოლო საქმიანობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისათვის,საბჭოთა კავშირის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წარჩინებისათვის; 1944-დან — გენერლებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს ნამსახურობისათვის. დაჯილდოებულ კოლექტივს „წითელდროშოვანი“ ეწოდება. ორდენის ნიშანი ოვალური ფორმისაა, მზადდება ვერცხლისაგან, ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს, ოქტომბრის რევოლუციის ორდენის შემდეგ.

საქართველოს სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი დროშის ორდენით დაჯილდოებული კოლექტივები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]